ღვთისადმი კადნიერება - ციტატები, გამონათქვამები
ღვთისადმი კადნიერება - ციტატები, გამონათქვამები ღვთისადმი კადნიერება, გამონათქვამები
ქრისტიანს შეუძლია, კადნიერი სიხარულით უთხრას კარსმომდგარ სიკვდილსაც: "სიკვდილო, სადა არს საწერტელი შენი" (1 კორ. 15, 55).
ლოცვა თვალები და ფრთებია ჩვენი სულისა, მისგან გვეძლევა კადნიერება და ძალა ღმრთის ხილვისა.
შეცდომა კადნიერებას გვაკარგვინებს, ხოლო სინანული იმწუთას გვიბრუნებს. ეშმაკის სიტყვები უმალ სასოწარკვეთის შეგრძნებას იწვევს, ისე აჭკნობს და თელავს ადამიანს, როგორც სეტყვა — ნორჩ ყლორტებს.
იოანე მახარებელი ამბობს: „ადამიანს, რომელსაც სინდისი არ ამხელს, იხილეთ სრულად
მხდალი მეომარი დიდებას მოკლებული, კადნიერების არმქონე და შერცხვენილია; მეფის ყურამდე მისი ერთი თხოვნაც არ აღწევს, ხოლო მამაცი მხედრის სავედრებელს მეფე მისი სახელის გაგონებისთანავე შეისმენს.
დიდებულია კადნიერება, რომელიც მამაც მოღვაწეს ამშვენებს. ვის არ სურს ჰქონდეს იგი?! უდებება კი, განსაკუთრებით ლოცვაში, ღვთის წინაშე კადნიერებას ქარს ატანს და ადამიანს განძარცულს ტოვებს.
ღვთის წინაშე დიდი კადნიერება აქვს იმ ადამიანს, ვისაც მოყვასი ებრალება და საქმითა და სიტყვით თანაუგრძნობს მას.