სული და სხეული - ციტატები, გამონათქვამები
სული და სხეული - ციტატები, გამონათქვამები სული და სხეული, გამონათქვამები, ციტატები
უმჯობესია, სხეულის ათასი მორთულობა დაკარგო, ვიდრე ყოვლისმხილველის წინაშე სულისა და სინდისის თუნდაც უმცირესი ლაქით წარსდგე.
როგორც ახალი და სუფთა წყალი მდორედ გადაქცევისას ფუჭდება; ასევე ადამიანის სული და სხეული უსაქმურობით ზიანდება.
სულიც და სხეულიც სტუმრები არიან - ერთი ზეციური, მეორე კი - მიწიერი (ეკლ. 12, 7)
როგორც კვდება სხეული, როცა მას სული დატოვებს, ასევე კვდება სული, როცა მას სულიწმიდა განეშორება.
კარგია სხეულის სიმრთელე, მაგრამ უკეთესია სულის სიმრთელე და მით უკეთესია, რამდენადაც სული უაღრესია სხეულზე.
ვინც ღმერთი ჰპოვა, უმთავრესი შეიძინა; ღმერთს განშორებული სული კი კვდება, როგორც სულს გაყრილი სხეული.
როგორც სულს გაყრილი სხეული კვდება, ასევე სული კვდება ღმერთთან ერთობის გარეშე