ნუ იკითხავ, ჰგავს თუ არა ბუნებას ის, რასაც ბუნების შემოქმედი ქმნის
საჭირო არაა ბუნებრივი მტკიცებულებები იმისათვის, რაც ბუნებაზე აღმატებულია, ან ამ მტკიცებულებათა უკმარობის გამო, უარყოფა და ზებუნებრივის არ აღიარება.
სასწაულები არღვევენ ბუნების კანონებს. მაგრამ - ეს სწორედ იმიტომ ხდება, რომ მათი შემოქმედი არის არა ბუნება, არა - ბუნების კანონები, არამედ - შემოქმედი ბუნებისა და მისი კანონების მიზეზი? თუმცა ხანდახან - თავისი მონების მეშვეობით.
მატლისა და ქინქლის წარმოქმნაში შეუდარებლად აღმატებული ხელოვნება ჩანს, ვიდრე - ადამიანის გონების მიერ შექმნილ საუკეთესო ნაწარმოებებში. მრავალნი აშენებენ ბრწყინვალე შენობებს, გამოიგონებენ საოცარ მანქანებს, აგებენ უზარმაზარ გემებს: მ...
იხილეთ სრულად
მატლისა და ქინქლის წარმოქმნაში შეუდარებლად აღმატებული ხელოვნება ჩანს, ვიდრე - ადამიანის გონების მიერ შექმნილ საუკეთესო ნაწარმოებებში. მრავალნი აშენებენ ბრწყინვალე შენობებს, გამოიგონებენ საოცარ მანქანებს, აგებენ უზარმაზარ გემებს: მაგრამ მათ შორის უძლიერესსა და გონებამახვილსაც კი არ შეუძლია, შექმნაც მცოცავი მწერი, მფრინავი ჩიტი, მწვანე ბალახი, ან თუნდაც ერთი ქვიშის ნამცეცი შეადგინოს?
link
ყოველი ქმნილება ღვთის განსაკუთრებულ აზრს გამოხატავს. ხოლო ღვთის აზრი სრულყოფილია, სავსეა, და შესაბამისად, ყოველი მისი ქმნილება თავისი შესახედაობითა და ჯიშით, საკუთარ თავში შეიცავს მთელ სრულყოფილებასა და სისავსეს. მართალია, ზოგიერთ...
იხილეთ სრულად
ყოველი ქმნილება ღვთის განსაკუთრებულ აზრს გამოხატავს. ხოლო ღვთის აზრი სრულყოფილია, სავსეა, და შესაბამისად, ყოველი მისი ქმნილება თავისი შესახედაობითა და ჯიშით, საკუთარ თავში შეიცავს მთელ სრულყოფილებასა და სისავსეს. მართალია, ზოგიერთ ქმნილებას ჩვენ საძაგლად მივიჩნევთ, მაგრამ ასე ჩვეულების გამო ვიქცევით და ეს დიდი სისულელეა. დაუკვირდი და შეისწავლე, ერთი შეხედვით საძაგელი ქმნილებების ორგანიზმი, და გაგაოცებს მათი სასწაულებრივი აგებულება. ისიც კი შეიძლე...
link
ბუნება არ არის დამნაშავე, თუკი მას ურწმუნო გააღმერთებს. იგი მთელი არსებით ეწინააღმდეგება უფლის უარმყოფლებს და მის გამღმერთებლებს. მთელი ბუნება: დაწყებული თვალუწვდენელი მზიდან და უმცირესი ატომით დამთავრებული, ერთხმად და ჰარმონიულად...
იხილეთ სრულად
ბუნება არ არის დამნაშავე, თუკი მას ურწმუნო გააღმერთებს. იგი მთელი არსებით ეწინააღმდეგება უფლის უარმყოფლებს და მის გამღმერთებლებს. მთელი ბუნება: დაწყებული თვალუწვდენელი მზიდან და უმცირესი ატომით დამთავრებული, ერთხმად და ჰარმონიულად მოწმობენ მათი შემოქმედის ყოფიერებასა და მოქმედებას.
link
ხილული ბუნება არის უზარმაზარი წიგნი, რომელშიც დიდი ასოებით წერია და ცოცხალი სურათებითაა გამოსახული აუცილებელი და უპირველესი ჭეშმარიტებანი, რომლებიც ხსნის გზას გვიჩვენებენ; მისი წაკითხვა ყველას შეუძლია და უნდა წაიკითხოს კიდეც. ბუნე...
იხილეთ სრულად
ხილული ბუნება არის უზარმაზარი წიგნი, რომელშიც დიდი ასოებით წერია და ცოცხალი სურათებითაა გამოსახული აუცილებელი და უპირველესი ჭეშმარიტებანი, რომლებიც ხსნის გზას გვიჩვენებენ; მისი წაკითხვა ყველას შეუძლია და უნდა წაიკითხოს კიდეც. ბუნების კეთილისმყოფელი მოვლენები გვიხსნის და ასაზრდოვებს სიყვარულს და მადლიერების გრძნობას ღმრთისადმი; მრისხანე მოვლენები შიშსა და კრძალვას აღგვიძრავს მისდამი; მშვიდი მოვლენები – სიმშვიდეს, მღელვარე მოვლენები გულის შემუსვრილ...
link
ბუნების ყველა მოვლენის სიღრმეში ზებუნებრივი სულიერი ნებისა და ძალის არსებობა იგრძნობა. ღმერთს რომ ბუნებისათვის ნება დაერთო, ეკეთებინა ის, რაც მას სურს და როგორც სურს, ქაოსი და უგუნურება გამეფდებოდა. ყოველგვარი დაბადება ზეციური საი...
იხილეთ სრულად
ბუნების ყველა მოვლენის სიღრმეში ზებუნებრივი სულიერი ნებისა და ძალის არსებობა იგრძნობა. ღმერთს რომ ბუნებისათვის ნება დაერთო, ეკეთებინა ის, რაც მას სურს და როგორც სურს, ქაოსი და უგუნურება გამეფდებოდა. ყოველგვარი დაბადება ზეციური საიდუმლოთია აღსავსე.
link
ბუნება მეგობარია; იგი იმისთვისაა შექმნილი, რომ ადამიანისათვის მეგობარი და დამხმარე იყოს და არა მონა ანდა ჯალათი. ადამიანები, რომლებიც ბუნებას მონად აქცევენ, თვითონ ხდებიან მისი მტერნი და ჯალათნი.
ბალკანეთზე ჯერ კიდევ შემორჩენილია ...
იხილეთ სრულად
ბუნება მეგობარია; იგი იმისთვისაა შექმნილი, რომ ადამიანისათვის მეგობარი და დამხმარე იყოს და არა მონა ანდა ჯალათი. ადამიანები, რომლებიც ბუნებას მონად აქცევენ, თვითონ ხდებიან მისი მტერნი და ჯალათნი.
ბალკანეთზე ჯერ კიდევ შემორჩენილია ბუნების პატივისცემა და გულმოწყალება. ჯერ კიდევ არსებობს ჩვევა: თუ გლეხს ხის მოჭრა, ბალახის მოთიბვა ანდა საქონლის დაკვლა სურს, იგი პირჯვარს იწერს და ამბობს: „შემინდე, ღმერთო!“
ხალხები, რომლებიც ბუნებას სამკვდრო–სასიცოცხლო...
link
579. რაზე მიგვანიშნებს მთვარის განლევა და განახლება?