საზოგადოება - ციტატები, გამონათქვამები
საზოგადოება - ციტატები, გამონათქვამები საზოგადოება, გამონათქვამები, ციტატები
თუ ნორმალური საზოგადოების შექმნა გვსურს, ჩვენმა ინტელიგენციამ, ერისმთავრებმა უპირველესად უნდა იზრუნონ მოზარდი თაობის სწორ აღზრდაზე.
საერთოდ, პიროვნება და საზოგადოება ერთმანეთს ასაზრდოებენ. ცალკეული ადამიანის ჩამოყალიბება, მისი მსოფლმხედველობის განსაზღვრა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საზოგადოებაში არსებულ ღირებულებათა სისტემაზე, რომელსაც ხელისუფლებასთან ერთა... იხილეთ სრულად
კულტურა მხოლოდ ცალკეული ადამიანის პირადი საქმე როდია, იგი მთელი ხალხის სიმდიდრეა.
უფალთან ჩვენი დამოკიდებულება, მართალია, ინდივიდუალურია, მაგრამ საზოგადოებისთვის ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და კვლავაც აქვს ხელისუფალთა რწმენას ან ურწმუნოებას.
თუ გვინდა, რომ ერთიანი გონივრული აზრი ჩამოყალიბდეს, ჩვენთვის მიუღებელი პოზიციებიც ლეგალური უნდა გავხადოთ, უნდა თანახმა ვიყოთ, რომ პრესის საშუალებით ისინი საჯარო და ნათელი გახდეს მთელი საზოგადოებისათვის. სხვადასხვა აზრები ერთმან... იხილეთ სრულად