ისტორია - ციტატები, გამონათქვამები
ისტორია - ციტატები, გამონათქვამები ისტორია, გამონათქვამები, ციტატები
ერის ისტორია დამთავრებულად შეიძლება ჩაითვალოს, როცა მას ვეღარაფერი შეაქვს კაცობრიობის საუნჯეში და მხოლოდ გამოაქვს ამ საუნჯიდან, როცა არაფერი გააჩნია საექსპორტო და ცხოვრობს იმპორტით.
არ არსებობს აწმყო წარსულის გარეშე. ნებისმიერი ღირსეული პიროვნებისთვის სამშობლოს ისტორიის ცოდნა აუცილებელი პირობაა; სახელმწიფოსთვის კი, - სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი გარანტი
საქართველოს ისტორია სავსეა ღვთის უშურველი წყალობითა და დიდი განსაცდელებით, ჩვენს საწვრთნელად და გამოსასწორებლად რომ უშვებდა უფალი ჟამითი ჟამად.
თუ საქართველოს ისტორიასა და ქართულ კულტურას გადავხედავთ, დავრწმუნდებით, თუ რა დიდი როლი აქვს შესრულებული ჩვენი ერის ცხოვრებაში ეკლესიას.
თუ საქართველოს ისტორიასა და ქართულ კულტურას გადავხედავთ, დავრწმუნდებით, თუ რა დიდი როლი აქვს შესრულებული ჩვენი ერის ცხოვრებაში ეკლესიას
ქრისტიანული სარწმუნოების ღრმა გაცნობიერება საშუალებას იძლევა ჩავწვდეთ ისტორიის ფილოსოფიურ შინაარსს, ისტორიულ მოვლენათა მისტიურ აზრს.
მხოლოდ ქრისტიანობაში პოვა შინაგანი სრულყოფა მთელი კაცობრიობის რელიგიური ძიების ხანგრძლივმა და მძიმე მსოფლიო ისტორიულმა პროცესმა.
აუცილებელია როგორც ისტორიის, ისე ჩვენი ცხოვრების სულიერი მხარის გაგება, რაც, ამავე დროს, საკუთარი თავის შეცნობას გაგვიადვილებს.