მტრობა - ციტატები, გამონათქვამები
მტრობა - ციტატები, გამონათქვამები მტრობა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
გვეშინოდეს, შვილებო, ძმის მიმართ გულგრილობის, მტრობის და ამის თანმხლები სხვადასხვა გულისსიტყვისა, რომლებსაც სული ნელ-ნელა დემონურ სიძულვილამდე მიჰყავს. თუკი ჩვენი ხსნის მტერს – ეშმაკს, როგორც უფალს, ისე დავემორჩილებით, აურაცხელ ბო... იხილეთ სრულად
უნდა ვიცოდეთ, რომ სიყვარული არ ნიშნავს უმოქმედობას, რომ ჩვენ ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ ღირსების დაცვა და პატივმოყვარეობა, თავდაცვა და ძალადობა, სიმართლის თქმა და განკითხვა, მხილება და დაბეზღება, დათმენა და სისუსტე. შეუძლებელია... იხილეთ სრულად
არავინ ცდილობს ახლობელს ბოლომდე მოუსმინოს, რადგან მის დანაშაულში წინასწარ არის დარწმუნებული. ამას კი დაუსრულებელი განხეთქილება მოსდევს
ადამიანები რომ გარჯილიყვნენ და უკეთ შეეცნოთ ერთმანეთი, მტრობა და შუღლი თავისთავად განქარდებოდა.
მტრებს ჩვენ ბევრად უფრო იოლად ამოვიცნობთ, ვიდრე მოკეთეებს. ბოროტმა უფრო იოლად შეიცნო ქრისტეში მტერი, ვიდრე ადამიანებმა - მეგობარი.
ჩვენი მტრები ხშირად გვიხსნიან იმ დამღუპველი განსაცდელისაგან, მოკეთეები უნებურად რომ გვიქმნიან, ჩვენს ახირებას არ ეწინააღმდეგებიან და სულის საზიანოდ ხელის გულზე გვატარებენ.