სიღარიბე - ციტატები, გამონათქვამები
სიღარიბე - ციტატები, გამონათქვამები სიღარიბე, გამონათქვამები, ციტატები
სახარებისეული სიგლახაკე უქონლობას კი არ გულისხმობს, არამედ ქონებისადმი მიჯაჭვულობის დაძლევას.
უპირველეს მდიდარს, ისევე როგორც უკანასკნელ გლახაკს, მარადისობაში მხოლოდ მისი საქმეები გაჰყვება, კეთილი ანდა ბოროტი.
აქ მდიდრები ხშირად მფარველობენ ღარიბებს; იქ (მომავალ ცხოვრებაში) ღარიბი იქნება მდიდრის შუამდგომელი.
მათ, ვისაც არაფერი აქვთ, გარდა - ცრემლისა და სიღატაკისა, ბევრი რამ აქვთ, რაც შეუძლიათ, მდიდარსაც უწილადონ.
ღატაკის მაწყენარი იმას ჰგავს, ვინც წყალში ჩავარდნილს კიდევ უფრო მეტად ფლავს წყალში.
მდიდარი გაწყენინებს და თავადვე დაგემუქრება; ღატაკს აწყენინებენ და თვითონ უნდა იყოს დამცირებული.