ღვთისა და სინდისის წინაშე ნაკადულივით გამჭვირვალე იყავი, მაგრამ მანკიერსა და ბოროტს შენს სულში ჩახედვის საშუალებას ნუ მისცემ; უზნეოს მზერა სულს აბნელებს.
ღვთისა და სინდისის წინაშე ნაკადულივით გამჭვირვალე იყავი, მაგრამ მანკიერსა და ბოროტს შენს სულში ჩახედვის საშუალებას ნუ მისცემ; უზნეოს მზერა სულს აბნელებს.
ყველას მიმართ კეთილგანწყობილი იყავი, მაგრამ მრჩევლად ყველას ნუ გაიხდი
რომელ ადამიანსაც შენი გული სრულად არ ენდობა, მას გულით ნუ მიეჯაჭვები
უძვირფასესია ერთგული მეგობარი, რომელიც ჩვენს მწუხარებასა და სიხარულს იზიარებს და ამასთან ერთად, შეუძლია, იყოს ჩვენი მრჩეველიც და სათნოების მასწავლებელიც - ჩვენი ცხოვრების რთულ ყოფაში! სამაგიეროდ ასეთი მეგობრები ისევე იშვიათია, როგ... იხილეთ სრულად
მათ, ვინც მხოლოდ დროის გასატარებლად სტუმრობს შენთან,|| და თუ ესაუბრები || ქრისტეს, სიკვდილის, მომავალი ცხოვრების, სამსჯავროსა და მომავალი ცხოვრების შესახებ; მაშინ ისინი შენგან ან დამოძღვრილები წავლენ სახლში, ან საერთოდ აღარ მოვლენ... იხილეთ სრულად
ნუ გეყოლება ისეთი მეგობრები, რომლებსაც მეგობრობაზე მეტად სავსე მაგიდები უყვართ.
ნუ მისცემ თავს ნებას, ღვთის მცნებები დაარღვიო ადამიანური ურთიერთობების გამო.
თუ სათნოება შენს მტერში მშვენივრად არ გეჩვენება, ხოლო ნაკლი - საძაგლად შენს მეგობარში, განა შეგიძლია, თქვა ან იფიქრო, რომ გიყვარს სათნოება და გძულს ნაკლი?
ამბა აგაფონი ამბობდა: "თუ დავინახავ, რომ ჩემ ყველაზე საყვარელ ადამიანს სულისთვის ზიანი მოაქვს, დაუყოვნებლივ დავშორდები მას, ანუ გავწყვეტ ნაცნობობასა და ურთიერთობას მასთან".
მოწყალე ადამიანები მტერში სათნოებას რომ შენიშნავენ, ურიგდებიან მას, ხოლო უზნეო მეგობარს სცილდებიან, თუ იგი გამოუსწორებელია.