თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
შეიყვარე მოყვასი და ამით შეიყვარებ შემომქმედს. შენი სიკეთე გაგიღებს სამოთხის კარს, თავმდაბლობა შეგიყვანს უფლის სავანეში, სიყვარული კი წარგადგენს შემოქმედთან, - წმ. მამების ეს რჩევა ჩვენი ცხოვრების კანონად უნდა ვაქციოთ.
უფალი ბრძანებს: ვინც თქვენს შორის მოისურვებს უფროსობას, ის იქნება თქვენი მსახური, ხოლო ვინც მოინდომებს პირველობას, - ყველას მონა"; და ამის უდიდესი და უთვალსაჩინოესი მაგალითი, პირველ რიგში, თვითონ მოგვცა. ასეთი დამოკიდებულება მოეთხ... იხილეთ სრულად
მთავარი მიზეზი ეკლესიისგან ხალხის მოწყვეტისა მაინც ამპარტავნება იყო. დღესაც ეს ცოდვა გვღუპავს. ამპარტავნების გამო ვისჯებით. უფალი გვწვრთნის, რათა დამდაბლებულნი ღვთისსათნო გზაზე დავდგეთ და მოვიპოვოთ მადლი წინაშე მისსა.
თავმდაბლობის გარეშე ჭეშმარიტი მოღვაწეობა შეუძლებელია (ბარსონოფი და იოვანე, 1885 წ. 3.207).
იღვაწე იმისთვის, რომ შენი გულის ზრახვანი დაამდაბლო და ღმერთი გულის თვალებს აგიხელს, რათა ჭეშმარიტი ნათელი იხილო.
დიდი აზრი, რომელსაც წინ თავმდაბლობის სიმშვიდე არ უძღვის, არა ღვთისაგან, არამედ ეშმაკისაგან მომდინარეობს.