სინანული - ციტატები, გამონათქვამები

სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

იცოდა ღმერთმა კაცთა უძლურება, იცოდა, რომ ისინი ნათლისღების შემდეგაც განაგრძობდნენ ცოდვილ ცხოვრებას, და ამიტომ დააწესა თავის ეკლესიაში სინანულის საიდუმლო, რომელიც აღხოცს ნათლისღების შემდეგ ჩადენილ ცოდვებს. სინანული თან უნდა ახლდეს ქრისტეს რწმენას, წინ უნდა უძღოდეს ნათლისღებას, ხოლო მის შემდეგ უნდა განაქარვოს ქრისტეს რწმენას შედგომილი და ნათელღებული კაცის ცოდვები. იცოდა ღმერთმა კაცთა უძლურება, , რომ ისინი

"რაისათვის მოსწყდებით, სახლო ისრაელისაო" (ეზეკ. 18, 33)? რისთვის მოსწყდებით მარადიული სიკვდილით, ქრისტიანებო, თქვენი ცოდვების გამო? რისთვის ავსებთ ჯოჯოხეთის ჯურღმულს, თითქოს ქრისტეს ეკლესიაში არც კი არსებობდეს ყოვლისშემძლე სინანული? ეს უსასრულოდ კეთილი ნიჭი მიეცა "სახლსა ისრაელისასა" – ქრისტიანებს, და ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ცოდვის მიუხედავად ერთნაირი ძალით მოქმედებს: განწმენდს ყველა ცოდვას, აცხოვნებს ყოველს, ვინც ღმერთს შეუვრდება, თუნდაც ეს მისი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში მოხდეს. რაისათვის მოსწყდებით, სახლო ისრაელისაო (ეზეკ.

ჩვენი სუსტი ძალების შესაბამისად მივემსგავსოთ უფლის დიდ სიყვარულს ჩვენდამი, რამდენადაც ეს ძალუძს მისი ხელით შექმნილ, დაცემულ ადამიანს: შევინანოთ! შევინანოთ არა მარტო სიტყვით, არა მარტო ხანმოკლე, უმნიშვნელო ცრემლით, არა მარტო გარეგნული მონაწილეობით საეკლესიო ღმრთის მსახურებაში და საეკლესიო წესების შესრულებით, რასაც ფარისევლები სჯერდებოდნენ, არამედ ცრემლსა და გარეგნულ ღმრთისმოსაობასთან ერთად ვყოთ ნაყოფი, ღირსი სინანულისა: ცოდვილი ცხოვრება დავუტეოთ და სახარების მცნებებს მივდიოთ. ჩვენი სუსტი ძალების შესაბამისად მივემსგავსოთ

სინანულის დამწესებელი შენი შემოქმედია, რომელმაც არაფრისაგან შეგქმნა. მით უფრო ძალუძს კვალვ აღგაშენოს, ძალუძს შეცვალოს შენი გული: ცოდვის მოყვარე გული ღმერთის მოყვარედ აქციოს; გრძნობადი, ხორციელი, ბოროტი ზრახვებით სავსე, ვნებებს დამონებული გული კი განწმინდოს და განასპეტაკოს. სინანულის დამწესებელი შენი შემოქმედია

სასოწარკვეთილი და სულიერ დახსნილებას მიცემული ნუ იტყვი: "მძიმე ცოდვებში ჩავვარდი, ამდენი ხნის ცოდვილი ცხოვრებით ბოროტი ჩვევები შევიძინე, ისინი თითქოს ბუნებრივ თვისებებად მექცნენ, ამიტომ ჩემთვის უკვე აღარ არსებობს სინანული" (მაკარი დიდი, საუბარი მე-7, თავი მე-2). ამ უიმედო გულისსიტყვებს ჩაგძახის შენი ცხონების მტერი, რომელსაც შენ ჯერ კიდევ ვერ ხედავ და არ იცნობ. ეშმაკმა იცის სინანულის ძალა, შიშობს, იმან არ გამოსტაცოს შენი თავი კლანჭებიდან და ცდილობს გაგიტყუოს ჭეშმარიტი გზიდან, ამისთვის ღმერთის ყოვლადძლიერ წამალს – სინანულს – უძლურებას სწამებს სასოწარკვეთილი და სულიერ დახსნილებას მიცემული

შეინანეთ! მოიკვეთეთ არა მარტო აშკარა ცოდვა – კაცისკვლა, პარვა, მრუშობა, ცილისწამება, ტყუილი, არამედ განაგდეთ დამღუპველი შექცევა, ხორციელი ტკბობა, არაწმინდა ოცნებები, უსჯულო ზრახვები: შეინანეთ ყველაფერი, უკლებლივ ყველაფერი, რასაც სახარება გვიკრძალავს, გულწრფელი სინანულის ცრემლში განბანეთ უწინდელი ცოდვილი ცხოვრება. შეინანეთ! მოიკვეთეთ არა მარტო აშკარა ცოდვა –

შეინანეთ! და რას ნიშნავს სინანული? ეს ნიშნავს შევინანოთ ჩვენი ცოდვები და მეტად აღარ ვცოდოთ – ასე უპასუხა ამ კითხვას პიმენ დიდმა. ამ გზით მრავალი ცოდვილი წმინდანად იქცა და მრავალმა უსჯულომ მართალის სახელი დაიმკვიდრა. შეინანეთ! და რას ნიშნავს სინანული? ეს

სახელიც, სიმდიდრეცა და სხვა წარმავალი უპირატესობებიც, რომელთა მოხვეჭასაც დაბრმავებულმა ცოდვილმა მთელი ამსოფლიური ცხოვრება, სულისა და ხორცის ყველა ძალა შეალია, უნდა დატოვოს მან იმ წუთებში, როდესაც სულს იძულებით შემოაძარცვავენ სამოსს – სხეულს – და ანგელოზები წარადგენენ ღმრთის სამსჯავროზე: კაცთათვის უცნობ და კაცთაგან დავიწყებულ სამსჯავროზე. შეინანეთ! სახელიც, სიმდიდრეცა და სხვა წარმავალი

ცრუა და მაცთური ამსოფლიური ცხოვრების გზა: ახლად მოსულს იგი უსასრულო ასპარეზად ეჩვენება, რომელიც სინამდვილე ჰგონია, იმას კი, ვინც უკვე გალია ეს გზა, ფუჭი ზმანებებით მოფენილ უმოკლეს ბილიკად. შეინანეთ! ცრუა და მაცთური ამსოფლიური ცხოვრების გზა:

ჰეი, სტუმარნო ამა სოფლისანო! თქვენ, ვისაც გიზიდავთ ფართო გზა, ამქვეყნიური ზრუნვის, შექცევისა და მხიარულების შეუნელებელი ხმაურით სავსე; თქვენ, ვინც ამ გზით ყველასათვის ცნობილი და ყველასაგან დავიწყებული აღსასრულის – პირქუში კუბოსა და კიდევ უფრო პირქუში მარადისობისკენ მიექანებით – შეჩერდით! ჩამოიბერტყეთ ამა სოფლის ხიბლი, მუდამ თავის მონობაში რომ გამყოფებთ! ისმინეთ, რას გამცნებთ მაცხოვარი, ჯეროვანი ყურადღება მიაგეთ მის სიტყვებს: "შეინანეთ და გრწმენინ სახარებისა! შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა". ჰეი, სტუმარნო ამა სოფლისანო! თქვენ, ვისაც

სინანული, გამონათქვამები, ციტატები

2