სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები
სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები სათნოებები, გამონათქვამები, ციტატები
შეხედე იმ პატივს, რომელიც მიიღო ყველა წმიდანმა, და მათთან შეჯიბრი ნელნელა მიგიყვანს სათნოებებთან.
ღმერთი სათნოების მიწიერ საზღაურს ამცირებს, რათა მოსაგრე ზეცაში უფრო დიდი ჯილდოსათვის მოამზადოს
ბედნიერება და უბედურება სათნოების საცდელი ქვებია: ვიდრე იგი მათზე არ გამოიცდება, მისი სიმტკიცის იმედზე ყოფნა არ შეიძლება.
"სათნოება თითქმის ყოველთვის უბედურებითაა გარშემორტყმული, როგორც ვარდი - ეკლებით". - ბრძანა წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა - ეს ბევრადაა დამოკიდებული ქველმოქმედი ადამიანების ქცევის სახესა და მათ დამოკიდებულებაზე მოყვასისადმი, რომელთა ... იხილეთ სრულად
მრავალი ნაყოფისაგან ხის ტოტები იღუნება, მრავალი სათნოებისაგან კი ადამიანში მისი აზრები მდაბლდება.
რაც უფრო წარემატება ადამიანი სათნოებებში, მით მეტად უძნელდება სხვათა არაწმიდების დაჯერება.
როგორც წვიმა ააღორძინებს თესლს, ასევე საეკლესიო მსახურება განამტკიცებს სულს სათნოებაში.
თავშეკავებული განეშორება ნაყროვანებას, არამომხვეჭელი - ანგარებას, მდუმარე - მრავლისმეტყველებას, წმინდა - ავხორცობას, ქალწული - სიძვას, ზომიერი - ვერცხლისმოყვარეობას, მშვიდი - დაბრკოლებას, თავმდაბალი - პატივმოყვარეობას, მორჩილი - კ... იხილეთ სრულად