სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები
სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები სათნოებები, გამონათქვამები, ციტატები
თავშეკავებული განეშორება ნაყროვანებას, არამომხვეჭელი - ანგარებას, მდუმარე - მრავლისმეტყველებას, წმინდა - ავხორცობას, ქალწული - სიძვას, ზომიერი - ვერცხლისმოყვარეობას, მშვიდი - დაბრკოლებას, თავმდაბალი - პატივმოყვარეობას, მორჩილი - კ... იხილეთ სრულად
ნეტარი ხარ, როდესაც საქმით ქადაგებ სათნოებებს. და, თუკი ჩვეულებრივ ლაპარაკობ სათნოებებზე, საქმით კი მის საწინააღმდეგოს აკეთებ, მაშინ იგი ვერ გიშველის.
სათნოება თავისი არსით ერთია (ეს სიყვარულია), მაგრამ სულიერ ძალებში სახეს იცვლის, ისევე, როგორც სინათლის შუქს ფორმა არა აქვს, მაგრამ, ჩვეულებისამებრ, იღებს იმ სივრცის ფორმას, რომელსაც გადის.
არ არსებობს სათნოება, რომელიც ადამიანს ღმერთთან დაამეგობრებს და შეაერთებს და რომელიც სიყვარულზე არ არის დამოკიდებული და მას არ მიემართება, არამედ ის აუცილებლად - მასზეა დამყარებული და მისით განმტკიცებული.
თავი და არსი (შეიძლება ითქვას, სული) ყველა სათნოებისა არის სიყვარული, რომლის გარეშეც არაფერს ნიშნავს არც მარხვა, არც ღამისთევა, არც შრომა. ეშმაკს ყველაფერში შეუძლია მიბაძოს ადამიანს: მარხვას დავასახელებთ? - იგი საერთოდ არაფერს ჭამ... იხილეთ სრულად
თუ ჩვენ კეთილსიმდისიერ საქციელს სათნოების შთაგონებით არ ვიქმთ, არამედ ანგარების გამო, მაშინ ჩვენ მხოლოდ მაამებლები ვართ და არა - სათნოების მოქმედნი.
ვინც სათნოებაში რაიმე სარგებლის მიღების იმედით ვარჯიშობს, მტკიცე არ არის, რამეთუ მიზანი გადაივლის და იგი შეწყვეტს სიკეთის ქმნას, როგორც მოგებისათვის მოცურავე შეწყვეტს ცურვას, თუ მოგების იმედს ვერ ხედავს
სათნოება ყოველთვის უსაფრთხოა. როდესაც საუნჯეს გარეთ გამოფენენ, ის გატაცების საფრთხის წინაშე დგება. ცოცხალი ფერები მზის სინათლისაგან ხუნდებიან
რაც უფრო მაღლა ახვალ ზნეობრივი სრულყოფილების კიბეზე, მით მეტად იფხიზლე საკუთარ თავთან, გამუდმებით დააკვირდი მას, რათა დაუფიქრებელი ნაბიჯი არ გადადგა და საკუთარი უდარდელობის მსხვერპლი არ გახდე, ამ დროს დაცემის საფრთხეც მეტია. "რაც ... იხილეთ სრულად