აღზრდა - ციტატები, გამონათქვამები
აღზრდა - ციტატები, გამონათქვამები აღზრდა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ჭრილობებს ღვინით ბანენ და ზეთით მკურნალობენ. ასევეა აღზრდის დროსაც: შემწყნარებლობა შეერთებული უნდა იყოს სიმკაცრესთან.
შემწყნარებლობას, სიმართლესა და სიყვარულს შეუძლიათ და ვალდებულნი არიან, რომ შეერთდნენ.
ის კი არ არის გონიერი, ვისაც დასჯა შეუძლია, არამედ იგი, ვისაც დანაშაულებრივი საქციელისგან დაცვა ძალუძს.
მშობლებო! "ნუ განარისხებთ შვილთა თქუენთა" (ეფეს. 6, 4), არამედ - გიყვარდეთ: სიყვარულის ხმას გული ყოველთვის ეხმიანება.
აღზრდისას არც ზედმეტი სირბილეა საჭირო, და არც სიმკაცრე - მხოლოდ გონიერებაა საჭირო.
მებაღე ნორჩ, ახლადდანერგულ ხეს მიწაში მყარად დამაგრებულ სარზე მიაბამს, რათა ქარმა არ ამოგლიჯოს იგი და ზედმეტ ამონაყარს აჭრის, რათა მათ ზიანი არ მიაყენონ და არ დააჭკნონ ნორჩი მცენარე. ასევე მოექეცით თქვენს შვილებს: მათი გულები ღვთი... იხილეთ სრულად
ისე აწყენინე სხვას, მითუმეტეს, შენს შვილებს, რომ შემდეგ მათ გაგახარონ (2 კორ. 2, 2; 7, 9).