შენს წარმოდგენასთან ძალიან ფრთხილად იყავი. ნუ მიიღებ რაიმე ხატებას, თორემ ის გექცევა კერპად, რომელსაც თაყვანს სცემ. უსირცხვილო ფრინველი – მოხეტიალე გონება – ყველაზე უცნაურ, შეშლილ სურათებს გვიხატავს. იგი მოყვასის სინდისის საიდუმლო...
იხილეთ სრულად
შენს წარმოდგენასთან ძალიან ფრთხილად იყავი. ნუ მიიღებ რაიმე ხატებას, თორემ ის გექცევა კერპად, რომელსაც თაყვანს სცემ. უსირცხვილო ფრინველი – მოხეტიალე გონება – ყველაზე უცნაურ, შეშლილ სურათებს გვიხატავს. იგი მოყვასის სინდისის საიდუმლოებებში იჭრება და მის უჩინო და დაფარულ მხარეებს წარმოგვიდგენს. როგორც კი გამოსახვას დაიწყებს, ლოცვით წაშალე სურათი. რაც უფრო დააყოვნებ, შემდეგში მით მეტი შრომა და ტკივილი შეგხვდება.
სიჭაბუკე არ ივიწყებს თავის ბუნებრივ კანონებს. ამიტომ ის ღვთის ტაძრის (1 კო...
იხილეთ სრულად
სიჭაბუკე არ ივიწყებს თავის ბუნებრივ კანონებს. ამიტომ ის ღვთის ტაძრის (1 კორ. 3, 16), ციხე-სიმაგრის წინააღმდეგ ბილწ გულისსიტყვათა აზვირთებულ ტალღებს მიმართავს, რომ პირუტყვულ გულისსიტყვათა და უწმინდურობათა ბუნაგად აქციოს.გაექეცით ბილწ წარმოდგენებს. ბაბილონური გულისსიტყვები გაანადგურეთ და სულის მახვილით, ლოცვით მოაკვდინეთ, რომ კურთხეულ იყოთ იმ დღეს, როცა ადამიანთა დაფარული გაცხადდება.
მხოლოდ ილოცეთ და დამშვიდდით. მიენდეთ ღვთის განგებულებას. ყველა ტანჯვას კეთილი დასასრული ექნება. ჩემი მოძღვარი დიდი განსაცდელების დროს ჭვრეტად აღიტაცებოდა!
შვილო, მოუთმინე შენს შვილებს. რას ვიზამთ, მართალია, ცელქი ბავშვები არიან, მაგრამ სხვაგვარადაც ვერ იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ უნდა მოვითმინოთ. ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტან, ზედმიწევნით ნუ გამოიკვლევ, წვრილმანებს ნუ გამო...
იხილეთ სრულად
შვილო, მოუთმინე შენს შვილებს. რას ვიზამთ, მართალია, ცელქი ბავშვები არიან, მაგრამ სხვაგვარადაც ვერ იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ უნდა მოვითმინოთ. ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტან, ზედმიწევნით ნუ გამოიკვლევ, წვრილმანებს ნუ გამოეკიდები, რადგან მუდმივად გულდამძიმებული შენს ჯანმრთელობას ავნებ და უარესი იქნება. ყურადღებას ნუ მიაქცევ მათ ანცობას, უფრო მეტი ილოცე და ლოცვა სასწაულს მოახდენს. მაშინ ისინი სასწაულებრივად, ძალისხმევის გარეშე გახდებიან მშ...