მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები
მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები მოთმინება, გამონათქვამები, ციტატები
ვინც უძლურია და სხეულით ვერ მოსაგრეობს, სულიერად შეუძლია იმოღვაწეოს – მღვიძარებითა და განუწყვეტელი ლოცვით, რათა აღმოიფხვრას სულიერი მანკიერებანი; ასევე შეუძლია გამუდმებით იფიქროს უფლის წმინდა ვნებებზე, რათა მათი წყალობით საკუთარი ... იხილეთ სრულად
ვინც სხვას ჩაგრავს, ის სამუდამოდ თავის თავს ჩაგრავს, ხოლო ვინც სიხარულით დაითმენს შეურაცხყოფებს, სამუდამო მისაგებელს დაიმსახურებს, თანაც ნამეტნევით.
ამაოა შრომა - უნაყოფო და საზიანოც კი, თუ ნაადრევად ვეძიებთ საკუთარ თავში მაღალი სულიერი ნიჭების გამჟღავნებას. მოწყალე უფალი თავის დროზე უბოძებს ამ ნიჭებს მათ, ვინც მუდმივად, მოთმინებით და სიმდაბლით ასრულებს ქრისტეს მცნებებს. ამინ.
მოთმინება ერთგული რაინდივით იცავს მშვიდობას, სიხარულსა და სიყვარულს და თავადაც უხვად საზრდოობს ამ მადლთაგან.
ღვთისმოშიშება, თავმდაბლობა, სიბრძნე, კეთილზნეობა... – ის თვისებებია, რომელიც კარგი ოჯახის არსებობისთვის აუცილებელ საფუძველს ქმნის. გავიხსენოთ ნეტარი ავგუსტინეს დედა, რომელსაც არ უჭირდა უხასიათო მეუღლესთან საერთო ენის გამონახვა და ... იხილეთ სრულად
წმიდაო მამაო, ხდება, რომ რომელიმე უსამართლოდ მომეპყრობა, მე ამის მიღება არ შემიძლია და მისადმი გული მიცივდება
წმიდაო მამაო, ეს სიხარული (უსამართლობის დათმენის) იქიდან მოდიოდა, რომ ადამიანები მას შეურაცხყოფდნენ?
წმიდაო მამაო, არის უხინჯო ის სიხარული, რომელსაც განვიცდი, თუ რაიმე დანაშაულის გამო შემახურებენ?