სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები

სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

გვიყვარდეს ღმერთი ისე, როგორც მან თვითონ გვამცნო, და არა ისე, როგორც ხიბლში მყოფ მეოცნებეებს ჰგონიათ, რომ უყვართ. გვიყვარდეს ღმერთი ისე, როგორც მან თვითონ

მოყვასის სიყვარული არის სიყვარულის შენობის ქვაკუთხედი.
საყვარელო ძმაო! ეცადე საკუთარ თავში მოყვასის მიმართ სულიერი სიყვარული გააღვიძო: თუ ამას შეძლებ, ღმერთის სიყვარულის მოხვეჭასაც მოახერხებ, ღმერთის სიყვარული კი აღდგომის, ზეციური სასუფევლის კარიბჭეს გაგიღებს. ამინ. მოყვასის სიყვარული არის სიყვარულის შენობის

ღმერთის სიყვარულში წარმატების გზა უსასრულოა, რამეთუ სიყვარული თვით უსასრულო ღმერთია: „ღმერთი სიყუარული არს“ (იქვე, 4, 16). ღმერთის სიყვარულში წარმატების გზა უსასრულოა

ქრისტიანული სრულყოფილება მოყვასისადმი სრულ სიყვარულში მდგომარეობს, მოყვასისადმი სრული სიყვარული კი - ღმერთის სიყვარულში, რომლისთვისაც არ არსებობს სრულყოფილება, არ არსებობს წარმატების მწვერვალი. ქრისტიანული სრულყოფილება მოყვასისადმი სრულ

თუკი გგონია, რომ გიყვარს ღმერთი, ამ დროს კი შენს გულში ბუდობს სიძულვილი თუნდაც ერთი ადამიანის მიმართ, იცოდე, მწარედ იტყუებ თავს.
„უკუეთუ ვინმე თქუას, ვითარმედ მიყუარს ღმერთი და ძმაი თვისი სძულდეს, მტყუარ არს...“ - ამბობს იოანე ღმრთისმეტყველი, - „და ესე მცნებაი მოვიღეთ მისგან, რაითა რომელსა უყვარდეს ღმერთი, უყვარდეს ძმაიცა თვისი“ (1 ინ. 4, 20-21). თუკი გგონია, რომ გიყვარს ღმერთი, ამ დროს კი

ქრისტიანში პატივი მიაგე ქრისტეს, მან ერთხელ გვითხრა და კვლავაც გვეტყვიც, როდესაც საუკუნო ხვედრის გადაწყვეტის ჟამი დაგვიდგება: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“ (მთ. 25, 40).
მუდამ გახსოვდეს სახარების ეს სიტყვები მოყვასთან ურთიერთობისას და მაშინ მოყვასის სიყვარულის თანამკვიდრი გახდები.
მოყვასის სიყვარულის თანამკვიდრი კი ამ სიყვარულით ღმერთის სიყვარულს დაიმკვიდრებს. ქრისტიანში პატივი მიაგე ქრისტეს, მან ერთხელ

მოყვასის სიყვარული არის გზა, რომელსაც ღმერთის სიყვარულისაკენ მივყავართ, რადგანაც ქრისტემ ინება საიდუმლოდ განხორციელება ყოველ ჩვენს მოყვასში, ქრისტეში კი - ღმერთმა. მოყვასის სიყვარული არის გზა, რომელსაც ღმერთის

მთელი სჯული და წინასწარმეტყველებები ღმერთისა და მოყვასის სიყვარულს ეფუძნება (მთ. 22, 40). მთელი სჯული და წინასწარმეტყველებები ღმერთისა

შეინანე, შეცვალე შენი ცხოვრება და უფალს პატიება სთხოვე იმისათვის, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულის გარეშე გაატარე ცხოვრება და დაჰპირდი, რომ ამიერიდან ეცდები გიყვარდეს იგი და შენი მოყვასი, რომ აიძულებ საკუთარ თავს ამის გაკეთებას. სთხოვე მას ასევე, რომ გაგაძლიეროს და თავისი მადლით დაგიფაროს და განაახლოს მისი ბუნებრივი ძალები სიყვარულისა, რომელიც შენში ჩადო. შეინანე, შეცვალე შენი ცხოვრება და უფალს

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი უფლისადმი სიყვარულისა – როდესაც შენ მეგობრისათვის და მტრისათვისაც თანაბარი მონდომებით ლოცულობ, არ ანსხვავებ მათ. აი, რას ამბობს წმიდა გრიგოლ პალამა: "როდესაც გულაჩუყებითა და გულში სასიამოვნო მჭმუნვარებით მიმართავ უფალს ლოცვით, როგორც შენთვის, ასევე მთელი კაცობრიობისთვის – შენთვის ცნობილი და უცნობი მტრისა და მეგობრისათვის, შენი შეურაცხმყოფელისათვის და არაშეურაცხმყოფელისათვის – მაშინ იცოდე, რომ გულით გიყვარს მოყვასი. მაგრამ სულის ასეთი მოწესრიგება მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც სიყვარულის საქმეს ფარულად აკეთებ" (სიტყვა იოანე მახარებელზე). დაბოლოს, იმაზე, რომ აუცილებელია მოყვასის, როგორც საკუთარი თავის სიყვარული, უფალმა ცალკე თქვა: "მცნებასა ახალსა მოგცემ თქუენ, რაითა იყუარებოდეთ ურთიერთას" (იოან. 13, 34) და არ გაჩერდა ამაზე, არამედ განაგრძო: "უფროისა ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაითა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის" (იოან. 15, 13). არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი

სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

2