51. როდის ვერ მივიღებთ სარგებელს მორჩილებისაგან?
როცა ეკლესიის მსახურს ჩვეულებრივი ადამიანური სისუსტისა და ნაკლის გამო განვიკითხავთ, ამას ისეთი მიკერძოებითა და სიმკაცრით ვაკეთებთ, თითქოს თავისი ხორციელი ბუნებით მღვდელი ისეთივე ადამიანი არ იყოს, როგორც ჩენ. თუ გიფიქრიათ, მრისხანე...
იხილეთ სრულად
როცა ეკლესიის მსახურს ჩვეულებრივი ადამიანური სისუსტისა და ნაკლის გამო განვიკითხავთ, ამას ისეთი მიკერძოებითა და სიმკაცრით ვაკეთებთ, თითქოს თავისი ხორციელი ბუნებით მღვდელი ისეთივე ადამიანი არ იყოს, როგორც ჩენ. თუ გიფიქრიათ, მრისხანე და შეუწყალებელო მსაჯულნო, რომ როდესაც მღვდლად ეკურთხა, ამქვეყნიური უპატიობისათვის გასწირა ადამიანმა თავისი თავი, რათა ტაძრებში აღესრულოს ღმრთისმსახურება, და თქვენ ეზიაროთ ქრისტეს წმინდა საიდუმლოს, რათა ჩატარდეს ნათლობა,...
link
არ შეგვწევს ძალა ავიტანოთ სხვისი ღირსება და ყოველნაირად ვცდილობთ მის დამცირებას, ჩრდილის მიყენებას, ხოლო ნაკლს კი, პირიქით, ცნობისმოყვარეობით და სიამოვნებით გამოვიკითხავთ, გამადიდებელი შუშით ვათვალიერებთ და დაუზოგავად ვკიცხავთ. აქ...
იხილეთ სრულად
არ შეგვწევს ძალა ავიტანოთ სხვისი ღირსება და ყოველნაირად ვცდილობთ მის დამცირებას, ჩრდილის მიყენებას, ხოლო ნაკლს კი, პირიქით, ცნობისმოყვარეობით და სიამოვნებით გამოვიკითხავთ, გამადიდებელი შუშით ვათვალიერებთ და დაუზოგავად ვკიცხავთ. აქედან მომდინარეობს უმძიმესი ცოდვა, ჩვენი სულის საშინელი კეთრი – განკითხვა.
link
კაცმან სახიერმან, რაჟამს იხილის ძმაი თვისი დაბრკოლებად და დაცემად, არა განიკითხავნ მას, არამედ ეკრძალებინ, რაითა არა იგიცა ეგრეთვე დაეცეს
მოყვსის განკითხვა და დაწუნება ყოველთვის ცოდვა არის, გარნა ლოცვაში უდიდესი ცოდვაა. ლოცვაში კაცი თავის თავს უნდა დაიწუნებდეს, კიდეც მართალი და კარგი კაციც რომ იყოს და არა სხვას ვისმეს მოყვასთაგანს განიკითხავდეს.
ვინც კარგად თავის თავი იცნა, ის აღარც თავის მოყვასს განიკითხავს. მოყვასის განკითხვა ის არის, როდესაც კაცი თავის ცოდვას და ნაკლულებას არ ხედავს და სხვის ცოდვას და ნაკლულევანებას კი ხედავს და ზრახავს. ეს ცუდი ჩვეულება თითქმის ყოველ ...
იხილეთ სრულად
ვინც კარგად თავის თავი იცნა, ის აღარც თავის მოყვასს განიკითხავს. მოყვასის განკითხვა ის არის, როდესაც კაცი თავის ცოდვას და ნაკლულებას არ ხედავს და სხვის ცოდვას და ნაკლულევანებას კი ხედავს და ზრახავს. ეს ცუდი ჩვეულება თითქმის ყოველ კაცსა აქვს. ყოველი კაცი იმას ცდილობს, რომ განიკითხოს მოყვასის ცოდვა; გარნა კეთილი და ჭეშმარიტი ქრისტეანე უმეტესად თავის თავს განიკითხავს და არა სხვას.
link
ქალნი ფრიად მოყვარენი არიან ყოვლისა განკითხვისა, ავად ხსენებისა და ჭორისა. ზოგიერთის ქალისათვის თითქმის დღიური საზრდო არის ბოროტ სიტყვაობა და ცუდად ხსენება მოყვასისა. არა მიმხედველნი მისა, რომელ ყოვლის ქალისათვის კეთილი სახელი უძვ...
იხილეთ სრულად
ქალნი ფრიად მოყვარენი არიან ყოვლისა განკითხვისა, ავად ხსენებისა და ჭორისა. ზოგიერთის ქალისათვის თითქმის დღიური საზრდო არის ბოროტ სიტყვაობა და ცუდად ხსენება მოყვასისა. არა მიმხედველნი მისა, რომელ ყოვლის ქალისათვის კეთილი სახელი უძვირფასეს არს თვით სიცოცხლისა, იგინი არა დასცხრებიან მოგონებად და გაგონებად ერთი მეორეზედ ცუდის ხმისა და ამბისა.
link
ყოველთა მათ ცოდვათაგან, რომელთა კაცი იქმნს ენითა თვისითა, უმეტესად გახშირებულ არს ჩვენ შორის განკითხვა ანუ ცუდად ხსენება მოყვასისა, რომელსა დაბიურად ეწოდება ჭორი. ცოდვა იგი მით უმეტესად არის მძიმე და სამწუხარო და ფრიად განვრცელებუ...
იხილეთ სრულად
ყოველთა მათ ცოდვათაგან, რომელთა კაცი იქმნს ენითა თვისითა, უმეტესად გახშირებულ არს ჩვენ შორის განკითხვა ანუ ცუდად ხსენება მოყვასისა, რომელსა დაბიურად ეწოდება ჭორი. ცოდვა იგი მით უმეტესად არის მძიმე და სამწუხარო და ფრიად განვრცელებულ ჩვენ შორის, რომელ იგი თითქმის არავის არ მიაჩნია ცოდვად. არავინ არ ფიქრობს, რომელ სცოდავს, ოდეს იგი განიმეორებს და განავრცელებს მრავალთა ცუდთა ხმათა და ამბავთა, რომელნი მას ესმა სხვადასხვათა კაცთა ზედა.
link
სამწუხაროდ არიან მრავალნი ერისაგანნი პირნი, რომელთ ფრიად უყვართ გამტყუნება, დაწუნება და განკითხვა სამღვდელო პირთა. მართალია, ძმანო ჩემნო, რომელ სამღველოთა პირთაგანნიცა არიან დასაწუნებელნი და გასამტყუნებელნი, გარნა ძმაო, როდესაც ნა...
იხილეთ სრულად
სამწუხაროდ არიან მრავალნი ერისაგანნი პირნი, რომელთ ფრიად უყვართ გამტყუნება, დაწუნება და განკითხვა სამღვდელო პირთა. მართალია, ძმანო ჩემნო, რომელ სამღველოთა პირთაგანნიცა არიან დასაწუნებელნი და გასამტყუნებელნი, გარნა ძმაო, როდესაც ნახავ ესრეთსა მღვდელსა, მაშინ შენ უნდა შესწუხდე და თითქმის უნდა სტიროდე მისთვის, რომელ ეს არის დიდი უბედურება და სირცხვილი. ნაცვლად ამისა შენ ხმამაღლა განიკითხავ მრთელსა სასულიერო წოდებასა. შენ არა თუ არ სწუხხარ, არამედ თი...
link