ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები
ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები ამპარტავნება, ქედმაღლობა, გამონათქვამები
უმადურობა ამპარტავანთა, ანუ ყველაზე დიდი და საშინელი ცოდვის მქონეთა, ერთ-ერთი თვისებაა; მაშინ, როდესაც გულწრფელი მადლიერება თავმდაბლობის გამოხატულებაა და ასეთ ადამიანებს ახასიათებთ.
გზა განწმედისა და განთავისუფლებისა რთულია და ძნელი. ბოროტის დათრგუნვა - ცოდვის საკვრელთაგან თავის დახსნა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი ძალების უკიდურესი დაძაბვით. ამ დროს პიროვნებამ სრულად უნდა გამოავლინოს უფლის მიერ მიმადლებული ნიჭი,... იხილეთ სრულად
ნეტარი ავგუსტინე წერს: "შური შვილია ქედმაღლობისა, თუ მოკლავ დედას, მისი ნაშიერიც დაიღუპება".
უფლისაგან - სიკეთისა და ცხოვრების წყაროსაგან განდგომილ სულს მიაჩნია, რომ იგი იზრდება, ვითარდება, წინ მიისწრაფვის... სინამდვილეში კი მასში პატივმოყვარეობა, ამპარტავნება, ეგოიზმი, გულქვაობა ღვივდება...
ყოველთვის ჰყავდა და ეყოლება უარმყოფელნი სიმართლეს. იგი სძულთ მათ, რომელთა სულშიც განლაღებულია სიხარბე, დაუნდობლობა, შური, ამპარტავნება, პატივმოყვარეობა... ანგარებით სავსენი მზად არიან, აწამონ ჭეშმარიტება იმათ მსგავსად, რომლებიც გა... იხილეთ სრულად
მოგმართავთ თქვენ, დაწესებულებათა ხელმძღვანელებო, ყველას, ვისაც გარკვეული თანამდებობა გიკავიათ, ნუ აიმაღლებთ თავს და იამპარტავნებთ სხვათა წინაშე თქვენი მდგომარეობით. რა იცით, რას გიმზადებთ ხვალინდელი დღე; იყავით მოწყალენი და შემბრა... იხილეთ სრულად
"სასუფეველი ცათა იიძულების" - ბრძანებს სახარება. ეს ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავთან გვმართებს, - ჩვენს ეგოიზმთან და ამპარტავნებასთან, რაც არის ყველაზე დიდი და საშიში ნესტარი ჩვენი სულისა.
სადაც ამპარტავნებაა, იქვეა პატივმოყვარეობაც. შური კი მათი შვილია.
ურწმუნოს უეცარი სიკვდილის ეშინია, მკვლელი ძრწის მახვილის წინაშე, ამპარტავანი შეურაცხყოფას უფრთხის, მომავალი სამსჯავროს შიში ცილისმწამებლებს მოსვენებას არ აძლევს, უღმრთო მოიმკის იმას, რასაც ყველაზე მეტად გაურბის.
თუ ადამიანს ჰგონია, რომ ყველაფერი იცის, იგი იმაზე დაბლა დგას, ვინც არაფერი იცის.