თუ მდიდარი ხარ, იფიქრე იმაზე, შეძლებ თუ არა სიღარიბის ღირსეულად გადატანას. თუ ბედნიერი ხარ, წარმოიდგინე, როგორ შეხვდე ღირსეულად უბედურებას. როდესაც ადამიანები გაქებენ, იფიქრე, შეძლებ თუ არა ღირსეულად გადაიტანო ძაგება.
იხილეთ სრულად
თუ მდიდარი ხარ, იფიქრე იმაზე, შეძლებ თუ არა სიღარიბის ღირსეულად გადატანას.თუ ბედნიერი ხარ, წარმოიდგინე, როგორ შეხვდე ღირსეულად უბედურებას.როდესაც ადამიანები გაქებენ, იფიქრე, შეძლებ თუ არა ღირსეულად გადაიტანო ძაგება.და მთელი ცხოვრების მანძილზე იფიქრე, როგორ შეხვდე ღირსეულად სიკვდილს
მთელი ქვეყნიერება რომც მოვიპოვოთ, მაინც სამარეში ჩავალთ, სადაც მეფეს გლახაკისგან ვერ განარჩევ. ადამიანი როცა კვდება, ყველაფერს აქ ტოვებს და თვით მისი სხეულიც მიწას მიებარება. თქვენ ფლობთ ველ-მინდვრებს, ბაღებს, ტბებს, კორ...
იხილეთ სრულად
მთელი ქვეყნიერება რომც მოვიპოვოთ, მაინც სამარეში ჩავალთ, სადაც მეფეს გლახაკისგან ვერ განარჩევ.ადამიანი როცა კვდება, ყველაფერს აქ ტოვებს და თვით მისი სხეულიც მიწას მიებარება.თქვენ ფლობთ ველ-მინდვრებს, ბაღებს, ტბებს, კორომებს და კიდევ რაღას არ?ხოლო მიწის მცირედი ნაკუწი, რომელიც სიგანით ორი ნაბიჯია, სიგრძით კი - ექრვი, იქნება თქვენი საცხოვრისი და ერთი ქვა იკმარებს თქვენს სადარაჯოდ
ამქვეყნიურ სიმდიდრეს გულით მიჯაჭვულნი ზეციურ სიმდიდრეს არ ეძიებენ. ჰოი, მოკვდავო, მხოლოდ განქარვებად საუნჯეს თუკი აგროვებ, თვით განქარდები. თუ მთელ იმედს სიმდიდრეზე ამყარებ, რისი იმედი გექნება სიცოცხლის ბოლო წუთს? უ...
იხილეთ სრულად
ამქვეყნიურ სიმდიდრეს გულით მიჯაჭვულნი ზეციურ სიმდიდრეს არ ეძიებენ.ჰოი, მოკვდავო, მხოლოდ განქარვებად საუნჯეს თუკი აგროვებ, თვით განქარდები.თუ მთელ იმედს სიმდიდრეზე ამყარებ, რისი იმედი გექნება სიცოცხლის ბოლო წუთს?უპირველეს მდიდარს, ისევე როგორც უკანასკნელ გლახაკს, მარადისობაში მხოლოდ მისი საქმეები გაჰყვება, კეთილი ანდა ბოროტი
ვისაც უყვარს სიმდიდრე, მას არ ძალუძს მოყვასის შეყვარება. "მე რომ მდიდარი ვყოფილიყავი, - ამბობს მავანი, - მთელ ქვეყანას გავამდიდრებდი!.." სისულელეა. ხშირად ჩვენ, სიმდიდრეში მყოფნი, კაპიკს უფრო ვუფრთხილდებით, ვიდრე მანეთს - სიღ...
იხილეთ სრულად
ვისაც უყვარს სიმდიდრე, მას არ ძალუძს მოყვასის შეყვარება."მე რომ მდიდარი ვყოფილიყავი, - ამბობს მავანი, - მთელ ქვეყანას გავამდიდრებდი!.." სისულელეა. ხშირად ჩვენ, სიმდიდრეში მყოფნი, კაპიკს უფრო ვუფრთხილდებით, ვიდრე მანეთს - სიღარიბეში
მომხვეჭელობის გამოვლინებანია ვერცხლისმოყვარეობა და სიძუნწე. სიმდიდრე კი არაა ცუდი, არამედ ვერცხლისმოყვარეობა. შენ მდიდარი ხარ; მე არა ვარ ამის წინააღმდეგი; შენ ძუნწი ხარ, აი, რის გამო გკიცხავ
გულით ნუ მიეჯაჭვები იმას, რაც დროებით გეძლევა. ის არ არის სიმდიდრე, რაც მალე განგვშორდება. ჭეშმარიტი სიმდიდრე ისაა, რომელსაც ვფლობთ და რომლის დაკარგვა არ ძალგვიძს
უნდა ვიცოდეთ, რომ მდიდართაგან მცირედნი დაიმკვიდრებენ სასუფეველს, ღარიბთაგან კი - გაცილებით მეტნი. გულდასმით გამოიძიე და განიხილე დაბრკოლებანი ხსნის გზაზე სიმდიდრის მხრიდან და სიღარიბის მანკიერებანი - თუმცა, ერთიც და მეორეც თვით სი...
იხილეთ სრულად
უნდა ვიცოდეთ, რომ მდიდართაგან მცირედნი დაიმკვიდრებენ სასუფეველს, ღარიბთაგან კი - გაცილებით მეტნი. გულდასმით გამოიძიე და განიხილე დაბრკოლებანი ხსნის გზაზე სიმდიდრის მხრიდან და სიღარიბის მანკიერებანი - თუმცა, ერთიც და მეორეც თვით სიმდიდრეს და სიღარიბეზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ მათზე, ვისაც წილად ხვდა სიმდიდრე და სიღარიბე. მოდით, მათი მთავარი მანკიერებები მაინც გავიგოთ. რომელი მანკიერებაა ყველაზე ახლოს სიღარიბესთან? სიცრუე. რომელია დამახასია...
მდიდარი ხარ? ყოველდღე სიღარიბეს ელოდე. რისთვის და რატომ? იმიტომ, რომ ეს მოლოდინი შესაძლოა შენთვის განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდეს. ვინც სიღარიბეს მოელის, ის, სიმდიდრეში მყოფი, არ მედიდურობს. არ ეძლევა მცონარებასა და ნებიერებას,...
იხილეთ სრულად
მდიდარი ხარ? ყოველდღე სიღარიბეს ელოდე. რისთვის და რატომ? იმიტომ, რომ ეს მოლოდინი შესაძლოა შენთვის განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდეს. ვინც სიღარიბეს მოელის, ის, სიმდიდრეში მყოფი, არ მედიდურობს. არ ეძლევა მცონარებასა და ნებიერებას, არ ეტანება სხვისას; რამეთუ მოლოდინის შიში, ვითარცა თავისებური დამრიგებელი, შეგვაგონებს, ფიქრებს ზღუდავს და საშუალებას არ აძლევს განვითარდეს ვერცხლისმოყვარეობის მავნე შტოდ, და ამ შიშით, ვითარცა ცელით, მოჰკვეთს მას და ზრდ...
შენ ფული იმისთვის კი არ გაქვს, რომ სიღარიბე დათრგუნო, არამედ იმისთვის, რომ ის შეამსუბუქო. მაგრამ შენ დიდსულოვნების ნიღბის ქვეშ სიღარიბეს მხოლოდ აძლიერებ და მოწყალებას ჰყიდი (გაასესხებ რა ფულს პროცენტიან ვალად). გაყიდე, მე არ გიკრძ...
იხილეთ სრულად
შენ ფული იმისთვის კი არ გაქვს, რომ სიღარიბე დათრგუნო, არამედ იმისთვის, რომ ის შეამსუბუქო. მაგრამ შენ დიდსულოვნების ნიღბის ქვეშ სიღარიბეს მხოლოდ აძლიერებ და მოწყალებას ჰყიდი (გაასესხებ რა ფულს პროცენტიან ვალად). გაყიდე, მე არ გიკრძალავ; ოღონდ მხოლოდ ცათა ასუფევლის გულისთვის. რამდენმა დაკარგა პროცენტებით თავად კაპიტალი? რამდენს დაემუქრა საფრთხე პროცენტებისგან? რამდენმა ჩაიგდო საკუთარი თავიცა და სხვებიც უკიდურეს გაჭირვებაში გაუგონარი მომხვეჭელობის გ...
მრავალი იტყვის: მე პროცენტებს ავიღებ და ღარიბებს დავურიგებ. კარგად კი ამბობ, ოღონდ ღმერთისთვის ასეთი ძღვენი სათნო არ არის. უმჯობესია საერთოდ არ მისცე მოწყალება გლახაკს, ვიდრე ასეთი საშუალებით მოპოვებული გაიღო, რამეთუ უმართებულო მო...
იხილეთ სრულად
მრავალი იტყვის: მე პროცენტებს ავიღებ და ღარიბებს დავურიგებ. კარგად კი ამბობ, ოღონდ ღმერთისთვის ასეთი ძღვენი სათნო არ არის. უმჯობესია საერთოდ არ მისცე მოწყალება გლახაკს, ვიდრე ასეთი საშუალებით მოპოვებული გაიღო, რამეთუ უმართებულო მოქმედებით შენ ხშირად იმ სიმდიდრესაც უპატიოსნოდ აქცევ, რომელიც პატიოსანი შრომით მოიპოვე; ეს მსგავსია იმისა, რომ ადამიანი აიძულო მორიელები შვას. გამსესხებელი არასოდეს ტკბება იმით, რაც აქვს, არ ხარობს მაშინაც კი, როცა პროცენ...