ვნება და ზარალი, რომელსა ერთი მეორეს მისცემენ კაცნი, იქნება ხორციელი და სულიერიც; უკანასკნელი უფრო დიდი და საძაგელი ცოდვა არის, ვიდრე პირველი. თუ შენ, ძმაო, სიტყვით ანუ მაგალითით აცთუნე ვინმე მოყვასთაგანი, ესე იგი ცოდვა ასწავლე, ც...
იხილეთ სრულად
ვნება და ზარალი, რომელსა ერთი მეორეს მისცემენ კაცნი, იქნება ხორციელი და სულიერიც; უკანასკნელი უფრო დიდი და საძაგელი ცოდვა არის, ვიდრე პირველი. თუ შენ, ძმაო, სიტყვით ანუ მაგალითით აცთუნე ვინმე მოყვასთაგანი, ესე იგი ცოდვა ასწავლე, ცუდ საქმეში შეიყვანე, გარყვნილებას მიაჩვიე, ეს ასწილ უმწარესი ცოდვა არის, ვიდრე ნივთიერი ზარალი, რომელსაც ქურდი მისცემს კაცს; ამისთანა მოქმედება საუკუნოდ წარსწყმედს კაცის სულს, საუკუნოდ ზარალში ჩააგდებს. ამისთვისაც, საღმრ...
link
„რომელი უყვარს უფალსა, ჰსწავლის და სტანჯის, ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის. უკეთუ სწავლასა დაუთმოთ, ვითარცა შვილთა, შეგიწყნარებს თქვენ ღმერთი“ (ებრ. 12.6–7). ღმერთი განგებ მიუშვებს სწავლასა, ანუ სასჯელსა ზოგიერთ კაცზე, რომ უმჯობე...
იხილეთ სრულად
„რომელი უყვარს უფალსა, ჰსწავლის და სტანჯის, ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის. უკეთუ სწავლასა დაუთმოთ, ვითარცა შვილთა, შეგიწყნარებს თქვენ ღმერთი“ (ებრ. 12.6–7). ღმერთი განგებ მიუშვებს სწავლასა, ანუ სასჯელსა ზოგიერთ კაცზე, რომ უმჯობესი შეიქნას, გამოიცადოს. სასჯელი, ტანჯვა ხანდისხან მოასწავებს ღვთის მოწყალებას და სიყვარულს და არა რისხვას და სიძულვილს. ვინც სულგრძელად და ჭკუით მოითმენს სასჯელს, იგი ღვთის შვილად შეირაცხება.
link
არ იფიქროთ, რომ რწმენა, ჩვენთვის, მღვდელთათვის, არაა განმაცხოველებელი, არ გეგონოთ, ფარისევლურად ვემსახურებოდეთ ღმერთს, არა. ჩვენ სწორედ ის ხალხი ვართ, ვინაც პირველი შეიგრძნობს წყალობას ღვთისას და გამოცდილებით, ვიცით, ვინაა და რას ...
იხილეთ სრულად
არ იფიქროთ, რომ რწმენა, ჩვენთვის, მღვდელთათვის, არაა განმაცხოველებელი, არ გეგონოთ, ფარისევლურად ვემსახურებოდეთ ღმერთს, არა. ჩვენ სწორედ ის ხალხი ვართ, ვინაც პირველი შეიგრძნობს წყალობას ღვთისას და გამოცდილებით, ვიცით, ვინაა და რას ნიშნავს ჩვენთვის ღმერთი, მისი საიდუმლოებები, ყოვლადწმინდა დედა და წმინდანები. მაგალითად, ცხოველსმყოფელი საიდუმლოს, მაცხოვრის სისხლისა და ხორცის ზიარებისას ძალიან ხშირად შემიგვრძნია ამ საიდუმლოს ცხოველსმყოფელი ძალა, მყუდრ...
link
ერიდეთ, როგორც ჭირს, ყოველივე კაცს, რომელიც გაშორებს თქვენ ღმერთს და აქრობს თქვენში თქვენი სარწმუნოების ლამპარს. წინააღმდეგ ამისა, თქვენ თვითონ გაბედვით და მხნედ იმეცადინეთ დარიგება ყველა თქვენის მაცთუნებელისა.
link
უფალი ამბობს "თქვენი სიტყვა "ჰო" იყოს "ჰო" და "არა" არა იყოს. აი, ამ ღვთისმოსავ ცხოვრებას რაც შეეხება ჩვენ უნდა ვიყოთ პრინციპულები და თანამედროვეობის სულს კი არ უნდა მივსდევდეთ მარჯვნივ ან მარცხნივ კი არ უნდა ვიხრებოდეთ, არამედ შე...
იხილეთ სრულად
უფალი ამბობს "თქვენი სიტყვა "ჰო" იყოს "ჰო" და "არა" არა იყოს. აი, ამ ღვთისმოსავ ცხოვრებას რაც შეეხება ჩვენ უნდა ვიყოთ პრინციპულები და თანამედროვეობის სულს კი არ უნდა მივსდევდეთ მარჯვნივ ან მარცხნივ კი არ უნდა ვიხრებოდეთ, არამედ შევინარჩუნოთ მრწამსი. მერე რა, რომ თავგადასული გარყვნილი და გალაღებული - გაამპარტავნებული კაცობრიობის დიდი ნაწილი დღეს ჩვენ კონსერვატორებს, არაპროგრესულებს გვიწოდებს? ჩვენ გავიგეთ ბოლოს და ბოლოს, როცა საზღვრები გაიხსნა თუ ...
link
ის სიტყვა პირდაპირ გულიდან ამოსული, ყოველთვის გაეგება ყოველ კერძს უფლისასა პოეზიაში "გულსა გულის პასუხი ესმის" და იმ სიტყვას, რომელიც გულიდან ამოიძახება პირდაპირ, მეორე გულიდან შუამავალი არ უნდა! ამაშია ის გაუგებარი და საოცარი ძალ...
იხილეთ სრულად
ის სიტყვა პირდაპირ გულიდან ამოსული, ყოველთვის გაეგება ყოველ კერძს უფლისასა პოეზიაში "გულსა გულის პასუხი ესმის" და იმ სიტყვას, რომელიც გულიდან ამოიძახება პირდაპირ, მეორე გულიდან შუამავალი არ უნდა! ამაშია ის გაუგებარი და საოცარი ძალა და ნაპერწკალისაღვთო პოეზიისა.
link
რომელი კაციც მცირეთა და მდაბალთა საქმეთა და მოვალეობათა თვისთა კარგად და პატიოსნად აღასრულებს, იგი დიდთაცა თვისთა საქმეთა და მოვალეობათა მსგავსადვე კარგად აღასრულებს. ყოველ დღე და ყოველ წამს კაცი აკეთებს რომელსამე მცირესა თვისსა ს...
იხილეთ სრულად
რომელი კაციც მცირეთა და მდაბალთა საქმეთა და მოვალეობათა თვისთა კარგად და პატიოსნად აღასრულებს, იგი დიდთაცა თვისთა საქმეთა და მოვალეობათა მსგავსადვე კარგად აღასრულებს. ყოველ დღე და ყოველ წამს კაცი აკეთებს რომელსამე მცირესა თვისსა საქმესა და თუ კეთილად და პატიოსნად აღასრულებს, მაშინ უნებლივად მიეჩვევა პატიოსნებასა და ბეჯითობასა და თუ არა, იგი მიეჩვევა სიყალბესა და სიცრუესა და ამ ჩვეულებას გადიტანს დიდ–დიდ საქმეებშიაც. თუ მცირეს და ადვილს მოვალეობას...
link
რის საშუალებით უნდა აღასრულოს ერისკაცმა თვისი საღმრთო მავალეობა, ესე იგი ქრისტიანობის გავრცელება და განმტკიცება. ათასნი არიან ღონენი და ხერხნი, რომელთა ხმარება ამ საქმისათვის შეუძლია გონიერსა კაცსა. უპირველესი საქმე კი ის არის, რო...
იხილეთ სრულად
რის საშუალებით უნდა აღასრულოს ერისკაცმა თვისი საღმრთო მავალეობა, ესე იგი ქრისტიანობის გავრცელება და განმტკიცება. ათასნი არიან ღონენი და ხერხნი, რომელთა ხმარება ამ საქმისათვის შეუძლია გონიერსა კაცსა. უპირველესი საქმე კი ის არის, როდესაც თვით საკუთარი ცხოვრება და ყოფა–ქცევა ქრისტიანი კაცისა არის მართალი და პატიოსანი, ისე რომ უსიტყვოდ აღაშენებს და უხმოდ დაარიგებს მხედველთა თვისთა. ამისთანა ცხოვრება უფრო სასარგებლო არის, ვიდრეღა მრავალი ენით ლაპარაკი...
link
ყოველი ქრისტიანე, თუ გინდ ერისკაცი იყოს, უნდა სცდილობდეს ქვეყანასა ზედა, შეძლებისა გვარად, გავრცელებას და განმტკიცებას ქრისტეს სჯულისას.
link
როგორ ჰფიქრობთ, ძმანო ჩემნო, ქრისტიანენო, ვისი საქმე და მოვალეობა არის ქრისტიანობის ქადაგება, გავრცელება, ცოდვილთა კაცთა მოქცევა და განათლება? სამწუხაროდ, თითქმის ყოველნი ახლანდელნი ქრისტიანენი დარწმუნებულნი არიან და სხვაფერად არ ...
იხილეთ სრულად
როგორ ჰფიქრობთ, ძმანო ჩემნო, ქრისტიანენო, ვისი საქმე და მოვალეობა არის ქრისტიანობის ქადაგება, გავრცელება, ცოდვილთა კაცთა მოქცევა და განათლება? სამწუხაროდ, თითქმის ყოველნი ახლანდელნი ქრისტიანენი დარწმუნებულნი არიან და სხვაფერად არ ჰფიქრობენ, რომელ ეს საქმე და მოვალეობა ეკუთვნის მხოლოდ ეკლესიის მსახურთა, მღვდელთა და ბერთა. ერისკაცს ფიქრადაც არ მოუვა გულში, რომ ქრისტიანობის გავრცელება და სახარების ქადაგება არის საზოგადო და საერთო მოვალება ყოველი ქრი...