კეთილი საქმეები - ციტატები, გამონათქვამები
კეთილი საქმეები - ციტატები, გამონათქვამები კეთილი საქმეები, გამონათქვამები, ციტატები
23. რომლებიც ღირსნი გავხდით ახალშობის ემბაზისა, კეთილ საქმეებს გავცემთ არა სანაცვლო მისაგებელად, არამედ ჩვენდამი მონიჭებული სიწმინდის დასაცველად.
11. ისინი, რომლებიც ღვაწლთა საბაბით თავს იმაღლებენ უმცონრესებზე, ფიქრობენ, რომ სხეულებრივ საქმეთაგან გამართლდებიან, ჩვენ კი, რომლებიც, ლიტონ ცოდნაზე დამყარებულნი, უმეცართ არაფრად ვრაცხთ, მათზე ბევრად უგუნურნი ვართ.
199. ყოვლითურთ სიკეთე აკეთე ძალისამებრ და უფრო მეტის კეთების ჟამს არ მიიქცე უფრო ცოტასკენ, რადგან "უკუმიქცეული, - ამბობს - არ არის შესაფერისი ცათა სასუფევლისთვის" (ლკ.9.62)
ბოლო დროს ანტიქრისტეს მომხრეებიც პირჯვარს გამოისახავენ, ეკლესიაში შემოვლენ და სახარების მცნებებზე იქადაგებენ, მაგრამ ვინც კეთილ საქმეს არ გააკეთებს, არ დაუჯეროთ, საქმით იცნობთ ღვთის მორწმუნეს
როდესაც კეთილ საქმეს აკეთებ, ერთი საფეხურით ადიხარ, როდესაც სცოდავ, ჩამოდიხარ. ასეთი სვლაა მთელი ცხოვრება
კეთილი ყველასთვის უნდა გინდოდეს, მაგრამ სიკეთის კეთებასაც სიბრძნე სჭირდება, - ვისაც შენზე მცირე აქვს, იმას რომ დაეხმარები, ის არის ღვთის წინაშე შეწირული, ღვთის ძალითა და სიბრძნით კეთდება ყოველი კეთილი საქმე
სიყვარულს ვერ დაიმკვიდრებ თავგანწირვის გარეშე. ღმერთს ლიტონი სიტყვები არ უყვარს, ღმერთს უყვარს საქმე, კეთილი საქმე არის სიყვარული