წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

143. ნუ იტყვი, როგორ უნდა ავლენდეს ღარიბი გემოთმოყვარეობას, როდესაც საამისო საშუალება არა ქვს. საქმე ისაა, რომ შესაძლებელია კიდევ მეტი უბადრუკებით გემოთმოყვარეობდეს ვინმე თავის გულისზრახვებში. ნუ იტყვი, როგორ უნდა ავლენდეს ღარიბი

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

142. ვისაც სწამს სამერმისო სიკეთენი, აქაურ სიამეებს განუკითხველად განუდგება, ხოლო ვინც ურწმუნოა, სიამეთმოყვარეა იგი და უვნებო. ვისაც სწამს სამერმისო სიკეთენი, აქაურ

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

141. გეჰენიის შიში და სასუფევლისადმი ტრფობა გვანიჭებს ჩვენ სამწუხაროთა დათმენის ძალას, თუმცა ეს გვეძლევა არა ჩვენი თავისგან, არამედ მისგან, ვინც უწყის ჩვენეული გულისზრახვები. გეჰენიის შიში და სასუფევლისადმი ტრფობა

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

140. ერთნი მცნებათა აღსრულებისას მოელიან, რომ ამას დაუდებენ სასწორის მეორე მხარეს საკუთარ ცოდვებს, სხვანი კი ამ გზით ჩვენი ცოდვებისთვის მკვდარ უფალს იმადლიერებენ. საძიებელია, ამათგან რომელს აქვს მართებული აზროვნება. ერთნი მცნებათა აღსრულებისას მოელიან, რომ ამას

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

138. ცუდმედიდობა, ვერცხლისმოყვარეობა და გემოთმოყვარეობა არ იძლევა შესაძლებლობას, რომ შეუბღალავი დარჩეს კეთილი საქმე, თუკი პირველ რიგში მათ არ დასცემს ღვთის შიში. ცუდმედიდობა, ვერცხლისმოყვარეობა და

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

137. გიხაროდეს არა მაშინ, როდესაც კარგს გაუკეთებ ვინმეს, რამედ მაშინ, როდესაც ძვირუხსენებლად დაითმენ იმ წინააღმდეგობს, შენს კეთილ საქმეს რომ მოჰყვება, რადგან ისევე როგორც ღამეები მოსდევს დღეებს, ამგვარადვე მოსდევს ბოროტებანი კეთილ... იხილეთ სრულად

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

136. სათნოების დაფარვისას ნუ გაამპარტავნდები როგორც სამართლიანობის აღმსრულებელი, რადგან სამართლიანობა არის არა მხოლოდ ის, რომ დაფარო სიკარგე, არამედ აგრეთვე ის, რომ საერთოდ არ იფიქრო რა ჯეროვანზე. სათნოების დაფარვისას ნუ გაამპარტავნდები

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

135. თუ გსურს, რომ ღმერთმა დაფაროს შენი შეცოდებანი (შდრ. ფს. 31.1), ნუ გაამჟღავნებ კაცთა წინაშე, თუკი რამ გაქვს სათნოება, რადგან რასაც ჩვენეულ სათნოებათა მიმართ ვმოქმედებთ ჩვენ, იმავეს მოქმედებს ღმერთი ჩვენეულ ცოდვათა მიმართ. თუ გსურს, რომ ღმერთმა დაფაროს შენი შეცოდებანი

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

134. თუ გსურს, რომ ყოველჟამს გახსოვდეს ღმერთი, ნუ განირიდებ მოსაწევარს როგორც თითქოსდა უსამართლოს, არამედ დაითმინე ყველა მათგანი როგორც სამართლიანად მოწევნილი, რადგან მოთმინება თითოეული შემთხვევის კვალობაზე ხსოვნას აღძრავს ღვთისას... იხილეთ სრულად

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
თემა: ცოდვა

133. როდესაც მტერი დავიწყებულ ცოდვათა ბევრ ხელწერილს მოიპოვებს, მაშინ აიძულებს იგი ცოდვათმოვალეს, რომ დაუვიწყებლადაც (მეხსიერებაში) ჩაიდინოს იგივე, გონივრულად იყენებს რა მის მიმართ ცოდვის რჯულს. როდესაც მტერი დავიწყებულ ცოდვათა ბევრ

link

წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |

1