სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები
სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები სათნოებები, გამონათქვამები, ციტატები
იმას კი ნუ უყურებ, რამდენი გაიარე, არამედ იმას შეხედე, რამდენი დაგრჩა კიდევ გასავლელი.
რაოდენ მაღალზნეობრივიც უნდა იყოს, სჯული - სულის ღმერთთან მიახლოების სულიერი კიბე - შენზე მაღლა დგას ყოველთვის.
შენი სათნოებების რიცხვი ზეცაში ვარსკვლავთა რაოდენობის ტოლი რომ იყოს, მაშინაც ვერ იქნები სიწმიდით ღვთის თანასწორი.
რაც უფრო მახვილი მხედველობა გვაქვს, მით მეტად შევიცნობთ, რამდენად შორს ვართ ზეცისაგან. ამრიგადვე, რაც მეტად წარვემატებით სათნოებაში, მით მეტად ვისწავლით შეცნობას იმისას, რაოდენ დიდი მანძილია ღმერთსა და ჩვენს შორის.
ცხონების გზაზე სიკვდილამდე არ უნდა შევყოვნდეთ და შევჩერდეთ. ზნეობრივი სრულყოფილების რა ხარისხსაც არ უნდა მიაღწიო, მაინც სულ წინ უნდა ისწრაფოდე.
ისინი, ვისაც ჭეშმარიტი მოშურნეობა აქვს სათნოებების მოსახვეჭად, დაცემის შემთხვევაში კვლავ უნდა ადგნენ და ისევ მოღვაწეობა დაიწყონ.
თუ არ შეგიძლია, მზე იყო, ვარსკვლავი მაინც იყავი, ოღონდ მიწა დატოვე და მთაზე ადი. უმჯობესია მცირედით მაინც წარემატო სათნოებაში, ვიდრე - სრულიად არაფრით
ყოველი სათნოებისათვის საჭიროა შრომა, დრო და ჩვენი მონდომება და რაც მთავარია ღვთის შეწევნა. თუ ღმერთი არ შეგვეშველა, ამაოა ყოველი ჩვენი გარჯა, როგორც მიწის მუშაკისა. ვინაიდან, თუ ღმერთი არ შეეწევა და არ მისცემს წვიმას, ცუდად დაშვრე... იხილეთ სრულად