ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები
ბოროტს ნუ მოიხსენებ, რამეთუ ავის ხსოვნას რომ ინახავდეს კაცი გულში, ეს იგივეა უბეში შხამიან გველს რომ გამოზრდიდეს.
ბოროტის ვერაგობა მრავალხლართიანი ბადეა: მცირე დაუდევრობასაც თუ გამოიჩენს მასში გაბმული, სრულიად გაიხლართება.
ბოროტეულის საგანძურებს სარგებელი არ მოაქვს, სიმართლე კი სიკვდილისგან იხსნის.
თ. 8-10
ბოროტეულის მსხვერპლი სიბილწეა უფლის წინაშე, წრფელთა ლოცვა კი სათნოა მისთვის.
ბოროტეულთა კვალი სიბილწეა უფლის წინაშე, სიმართლის მიმდევარი კი უყვარს.
ბოროტების ფარულად ჩამდენი დაუფარავ მჩაგვრელზე უარესია; აი, ამიტომაც ისჯება ის უფრო მკაცრად.
ბოროტება ჩვენს შიგნითაა. ჩვენ არ გვაქვს სიყვარული, რადგან ჩვენ არ ვცნობთ ყველა ადამიანს ჩვენს ძმად და ვცდუნდებით მათი ცოდვილი ცხოვრებით. ჩვენ ყველანი ერთი დიდი ოჯახი ვართ და ერთმანეთის ძმები, იმიტომ რომ ყველა ადამიანი უფლის შვილია... იხილეთ სრულად
ბოროტება ყოველთვის მოქმედებს მოტყუებით, ეფარება რა კეთილს, მაგრამ სიკეთე თავის განსახორციელებლად არ საჭიროებს ბოროტებასთან ურთიერთობას და ამიტომ იქ, სადაც გამოჩნდება არაკეთილი საშუალებანი (მზაკვრობა, სიცრუე, ძალმომრეობა და ა.შ.) ი... იხილეთ სრულად
ბოროტება ეწოდება ნების არასწორად წარმართვითა და ღვთის მცნებათა დარღვევით გამოწვეულ ზნეობრივი ხასიათის უარყოფით მოვლენებს.
ბოროტება არ იარსებებდა, გონიერი ქმნილება თავისუფალი ნებით რომ არ ყოფილიყო შემოსილი.