სიყვარული - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული, გამონათქვამები, ციტატები
მართლმადიდებლობა ჭეშმარიტებაა, სიწმინდე და სიკეთე - ცხოველმყოფელი მთლიანობა სიყვარულად სახელდებული.
ჭეშმარიტებისა და სიყვარულის გარეშე ამქვეყნიური მეუფება სიცრუესა და ძალადობაზეა დაფუძნებული.
ქრისტეს აღდგომა დადასტურებაა იმისა, რომ სიკეთე სძლევს ბოროტებას, რომ სიყვარული ამარცხებს სიძულვილს, სიცოცხლე თრგუნავს სიკვდილს.
ქრისტიანული სიყვარული სათავეს იღებს იქ, სადაც მთავრდება ეგოიზმი და იწყება თავდადებული მსახურება მოყვასისათვის, ოღონდ ისიც უნდა ვიცოდეთ, ვის როგორ დავეხმაროთ. ხომ უაზრობაა, ფული მისცე მდიდარს, რომელსაც ესაჭიროება მორალური შეწევნ... იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი სიყვარული მოიცავს ქრისტიანის ცხოვრების ყველა მხარეს, განსაზღვრავს და საფუძვლად ედება ურთიერთობას პიროვნებასა და შემოქმედს შორის, ადამიანთა შორის.
სიყვარული არ ეძიებს თავისას, რადგან თავისუფალია თავისმოყვარების ეგოისტური გრძნობისაგან. "სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილ, სიყვარულსა არა შურნ, სიყვარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხვინელ იქმნის... არა განრისხნის, არად შეჰ... იხილეთ სრულად
წმიდა მოციქული პავლე გვარიგებს: მთელი ქონება რომ გლახაკთ დაურიგო, ხორცი შენი რომ ცეცხლს მისცე გვემად, ადამიანთა და ანგელოზთა ყველა ენა რომ შეისწავლო, წინასწარმეტყველის ნიჭითაც რომ იყო დაჯილდოებული და ქვეყნის ყველა საიდუმლოს ფარდა ... იხილეთ სრულად