უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები
უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები უფალი იესო ქრისტე, გამონათქვამები, ციტატები
ჩვენ ვადიდებთ იესო ქრისტეს შობას, მხოლოდშობილს, წმიდას, თანაარსს მამისა და სულისა წმიდისა და ამასთან ერთად მტვირთველს ადამიანის ბუნებისა, მწყალობელს მეზვერეთა და ცოდვილთა, აღმღებელსა თავის თავზე კაცობრიობის უბედურებათა, ცრემლთა, ტ... იხილეთ სრულად
93. თავისთავად სიკვდილი ღვთისაგან განშორებაა; სიკვდილის ნესტარი კი ცოდვაა, რომლის აღსრლებითაც ადამი ერთდროულად განიდევნა ცხოვრების ხიდანაც, სამოთხიდანაც და ღვთისგანაც, რასაც თან გარდუვალი სიკვდილი მოჰყვა. ცხოვრება ხომ სინამდვილეში... იხილეთ სრულად
80. თუ გსურს, იპოვო გზა, რომელიც მარადისობაში შეგიყვანს, ეძიე იმ გზაზე, რომელიც გეუბნება; "მე ვარ გზა და კარი, ჭეშმარიტება და ცხოვრება" (იოან.14,6; 10,9).
29. როცა უფალი ამბობს, რომ "მე და მამა ერთი ვართ", ამით ბუნების ერთობას აღნიშნავს; ხოლო, როცა ამბობს, რომ "მე მამაში ვარ და მამა ჩემშია", მაშინ ჰიპოსტასის განუყოფლობას გვიჩვენებს. ამრიგად, ტრითეოტები (სამღმერთიანელები), გამოყოფენ ... იხილეთ სრულად
ღმერთი სიყვარულია, ქრისტე მაგალითია სიყვარულისა, სული წმიდა - ძალი სიყვარულისა, ეკლესია - საგანძური და მფარველი მისი, ქრისტიანობა - სიყვარულის რელიგიაა, ქრისტიანი კი - ნიმუში სიყვარულისა.
აღესრულა წარმოუდგენელი და ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი საიდუმლო, - კაცობრივი ხორცი შეისხა ყოვლადწმიდა სამების მეორე ჰიპოსტასმა, - ძე ღვთისამ და ბეთლემს ბაგასა შინა მოევლინა წუთისოფელს, რომ თვითონ უცოდველს ეტვირთა ჩვენი ცოდვები, ... იხილეთ სრულად
ქრისტესთან ყოფნის სიხარული იმდენად ყოვლისმომცველი და ენით აღუწერელი გრძნობაა, რომ მას ვერავითარი მიწიერი განცდა ვერ შეედრება. ეს იმდენად დიდი ნეტარებაა, რომ იგი ვერ დაითრგუნება ვერანაირი სულიერი თუ ფიზიკური ტკივილით.