ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. II ტომი - ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

Loading..
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: ეკლესია

რაც გინდა ცოდვილი იყოს კაცი, ყოველთვის გაღებული არის მისთვის კარი ეკლესიისა. წმიდა ეკლესია არის დედა ჩვენი, რომელმან გვშვა ჩვენ ემბაზისაგან. დედა არ დაივიწყებს თავის შვილსა, როგორიც უნდა იყოს მისი შვილი. დედას უფრო ებრალება თვისი ... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

წმიდა მოციქული პავლე გვასწავლის რომ თუ კაცი ჩავარდა რომელიმე სასჯელში, უბედურებაში, იგი სწუხს, მაგრამ შემდეგ, თუ განიწვრთნა, ანუ გამოიცადა, ჭკუა იხმარა, ის სასჯელი მისთვის სასარგებლო შეიქმნება, ნაყოფსა მშვიდობისას გამოიღებს და სიმ... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

„რომელი უყვარს უფალსა, ჰსწავლის და სტანჯის, ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის. უკეთუ სწავლასა დაუთმოთ, ვითარცა შვილთა, შეგიწყნარებს თქვენ ღმერთი“ (ებრ. 12.6–7). ღმერთი განგებ მიუშვებს სწავლასა, ანუ სასჯელსა ზოგიერთ კაცზე, რომ უმჯობე... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: ქურდობა

მპარაობა, ანუ ქურდობა მარტო ის ნუ გგონია, ძმაო ჩემო, როდესაც კაცი ანუ მალვით, ანუ ძალადობით პირდაპირ წაართმევს მოყვასსა თვისსა რომელსამე ნივთსა. მპარაობა არის ყოველი ისეთი მოქმედება, როდესაც შენ სიტყვით, ან საქმით რომელიმე ზარალი,... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: ქურდობა

მპარავი იქნება ის კაციც, რომელმან არ აღასრულა სიტყვა და პირობა, რომლითა იგი შეიკრა წინაშე მოყვასისა თვისისა და მით ზარალი მისცა მას. უეჭველია, რომ პირობის დარღვევითა უდიდესი და უმთავრესი ზარალი ემართება კაცთა, ვიდრე პირდაპირ ქურდო... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ვნება და ზარალი, რომელსა ერთი მეორეს მისცემენ კაცნი, იქნება ხორციელი და სულიერიც; უკანასკნელი უფრო დიდი და საძაგელი ცოდვა არის, ვიდრე პირველი. თუ შენ, ძმაო, სიტყვით ანუ მაგალითით აცთუნე ვინმე მოყვასთაგანი, ესე იგი ცოდვა ასწავლე, ც... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ვრცლად, ფართოდ უნდა გვესმოდეს ჩვენ, ძმანო ჩემნო, მცნებანი ღვთისანი. ვისაც ბრუნდე სინიდისი აქვს, დაბნელებული ჭკუა, არ ესმის ძალი ღვთის სიტყვისა, იგი ხშირად იტყვის: მადლობა ღმერთს, მე ხომ ქურდი არა ვარ; მე ხომ კაცის მკვლელი არა ვარო... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: ქურდობა

მოციქული პავლე, ვითარცა კეთილსა წამალსა მპარაობისა ანუ ქურდობისაგან მკურნებელსა უჩვენებს შრომასა: „მპარავი იგი ნუღარა იპარავნ, არამედ უფროსღა ჰშვრებოდენ და იქმოდენ კეთილსა თვისითა ხელითა, რათა აქვნდეს მიცემად, ვის იგი უხმდეს“. მარ... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: შრომა

შრომისმოყვარე კაცს ჭკუა და გონება აქვს შეკრებილი თავის შრომაზე. მას, ვითარცა მაგარსა ციხესა, ყოვლის მხრით შეზღუდულსა და დაიარაღებულსა, განსაცდელი ვერ სძლევს, მაცთური ვერ წარიტაცებს. შრომისმოყვარე კაცს ჭკუა და გონება აქვს შეკრებილი თავის...

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: ცოდვა

ხშირად უნდა განიმეორებდეთ ლოცვასა ამას დავით წინასწარმეტყველისასა: „გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი, რათა აღუარო სახელსა შენსა“. ხშირად ევედრეთ ღმერთსა გამოიყვანოს სული თქვენი საპყრობილედგან ცოდვათასა, ესე იგი სულიერი საპყრობილიდ... იხილეთ სრულად

link
7