სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები
სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები სათნოებები, გამონათქვამები, ციტატები
ვინც ჯერ სათნოებებში წარემატება, შემდეგ კი კვლავ ბილწ ჩვეულებებს მიუბრუნდება, არა მარტო კარგავს ჯილდოს ძველი ღვაწლისათვის, არამედ ათასგზის სასჯელს ექვემდებარება, როგორც იგი, ვინც კეთილ საქმეთა აღსრულების სიტკბო შეიცნო.
ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში, თუნდაც არასრულყოფილად იცავს ყოვლადსახიერი ღვთის ხატებას, ხარობს ყოველგვარი სიკეთით მაშინაც კი, როდესაც მხოლოდ ესმის მის შესახებ; ამიტომ ბუნებრივია მისი ნეტარება, როდესაც ამას იქმს.
ყოველგვარი ბიწიერება აკრძალული ტკბობით მთავრდება, ხოლო ყოველგვარი სათნოება სულიერი ნუგეშით. როგორც დაგვეუფლება რა პირველი, მიგვიზიდავს მისივე მსგავსისკენ, მეორეს მივყავართ მისი მონათესავისკენ.
ყველა ადამიანს, განსაკუთრებით კი ქალებს, დიდი სურვილი აქვთ, რომ გარეგნულად ღირსეულად და მოსაწონად გამოიყურებოდნენ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტიანის მშვენიერება და სამკაული მისი შინაგანი ღირსება და სათნოებაა.
სიმდიდრე, დიდება, სიამოვნებანი ამაოა, რადგან სააქაოს რჩება. გულმოწყალება, მოთმინება, უბოროტობა და საერთოდ ყველა სათნოება ამაო არ არის, ისინი სამომავლო ცხოვრებაში გამოგვყვებიან.
საკმარისი არ არის ქრისტიანი ცოდვებს არ იქმოდეს, ამავე დროს სათნოებაც უნდა ჰქონდეს; სულის საცხოვნებლად მარტო ის არ ეყოფა, თუ მტაცებელი არ არის, არამედ მოწყალებაც უნდა ჰქონდეს; მცირეა, თუ სიცრუე არ უყვარს, სიმართლისათვის თავდადებული... იხილეთ სრულად
სათნოებას ეჟვანი როდი აბია, რომ შემოჰკრა და შეიტყო მასზე. სათნოების ეჟანი შემწყნარებლობა, სულგრძელობა და მოთმინებაა. ყოველივე ეს მონაზვნისა და ყოველი ქრისტიანის სამკაულია.
სათნოებანი ხან თვით მოქმედებენ, ხანაც ჩვენგან არიან მოქმედებულნი. მოქმედებენ ისინი ჩვენში, ადამიანებში, როცა გვეწვევიან ხოლმე მათთვის შესაფერ დროს, როცა სურთ, რა ზომითაც სურთ და როგორც სურთ, რადგან საღმრთო მადლისმიერნი არიან. ჩვენ... იხილეთ სრულად
თუ წარმოვიდგენთ სათნოების არა მხოლოდ სიმძიმეს, არამედ მის ჯილდოსაც, მალე გავიშორებთ სულიდან ყოველგვარ ბოროტებას.