მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები
მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები მწუხარება, გამონათქვამები, ციტატები
როგორც ადამიანი აუცილებლად გამოსცდის სიკვდილს, ასევე ვერც მწუხარებებს აუვლის გვერდს.
როგორც მიწაზე მცხოვრებისთვის შეუძლებელია, თავი აარიდოს ამ ჰაერს, ასევე, ამ სამყაროში მცხოვრები ადამიანი ვერ იქნება მწუხარებისა და განსაცდელის გარეშე
ისრაელის მოგზაურობა არაბეთის უდაბნოში ჩვენს მიწიერ ცხოვრებას ჰგავს. ვიდრე ზეციურ ქანაანს მივაღწევდეთ, მანამდე მრავალი უბედურებისა და მწუხარების დათმენა მოგვიწევს.
უმჯობესია მისი მწუხარება, ვინც უსამართლოდ ითმენს, ვიდრე მისი სიხარული, ვინც უსამართლოდ ნეტარებს.
ზოგიერთი მდიდარია, მაგრამ მწუხარებაშია; მეორე კი ღარიბია, მაგრამ - მხიარული. "ძალიან ნაკლები განსხვავებაა, ოქროს ფიალიდან სვამ თუ თიხისა". - თქვა ერთმა ბრძენმა.
ძველი აღთქმის ერთი მართალი, რომელმაც ცხოვრებაში მრავალი მწუხარება გამოიარა, სამართლიანად ამბობდა, რომ ადამიანის ცხოვრება ომია (იობი 7, 1), ანდა ბრძოლა - ეშმაკთან და სოფელთან.
როგორ შეიძლება, გიყვარდეს ადამიანური ცხოვრება, როდესაც მასში ამდენი მწუხარებაა და ასე აღსავსეა თავდასხმებითა და უბედურებებით?
დღევანდელი ცხოვრების დიდ სიხარულებსაც კი მწუხარების ჩრდილი დასდევს, როგორც სურათი არ არსებობს ჩრდილის გარეშე.