ზოგიერთნი ამბობენ: თუ ვიხილავთ ქრისტეს ზეცაში, როგორც ღმერთს, ვირწმუნებთ. ასეთი რწმენა დაგვიანებულია. ჩვენ გვმართებს, ვხედავდეთ ქრისტეს, როგორც ღმერთს - დამცირებულ, შეურაცხყოფილ, ნაგვემსა და აბუჩად აგდებულ ადამიანში, კაიაფას ეზოში...
იხილეთ სრულად
ზოგიერთნი ამბობენ: თუ ვიხილავთ ქრისტეს ზეცაში, როგორც ღმერთს, ვირწმუნებთ. ასეთი რწმენა დაგვიანებულია. ჩვენ გვმართებს, ვხედავდეთ ქრისტეს, როგორც ღმერთს - დამცირებულ, შეურაცხყოფილ, ნაგვემსა და აბუჩად აგდებულ ადამიანში, კაიაფას ეზოში. იმ მდუმარე, განსჯილ პყრობილში, რომელიც ჰურიებმა უსარგებლოდ მიიჩნიეს და ურცხვად დასცინოდნენ. აი რწმენა, რომელიც ზეცაში დაფასდება. ასეთი რწმენისათვის მისაგებელი აღდგომა და უკვდავებაა. ამ რწმენამ აღზარდა და ზეცად აღამაღლა...
ქრისტე წყალგამყოფია, სადაც იგი გამოჩნდება, ადამიანები ორ ბანაკად იყოფიან, ერთნი სიკეთეს შეჰხარიან და სხვანი კი სრულებით არ ეძიებენ მას. ასე იყო მაშინაც, როდესაც განხორციელებული უფალი ამქვეყნად მიმოდიოდა, და დღემდეც ასეა.
იესომ უპირატესობა ზეცას მიანიჭა. ზეციური მეუფება მიწიერ მეუფებას ამჯობინა. ადამიანური ყოფა აზრით, ძალით და სიხარულით აღავსო. დამცირებული და შეურაცხყოფილი ცამდე აღამაღლა. ცხოვრებას დავიწყებული ზეციური ლოგიკა დაუბრუნა. რათა ადამიანე...
იხილეთ სრულად
იესომ უპირატესობა ზეცას მიანიჭა. ზეციური მეუფება მიწიერ მეუფებას ამჯობინა. ადამიანური ყოფა აზრით, ძალით და სიხარულით აღავსო. დამცირებული და შეურაცხყოფილი ცამდე აღამაღლა. ცხოვრებას დავიწყებული ზეციური ლოგიკა დაუბრუნა. რათა ადამიანები ღვთაებრივი სიბრძნით აღევსო.
ყოველგვარი სიცრუის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე სიმართლისა. ტირანიის, უკუნი სიბნელის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე თავისუფლებისა. სიკვდილის წინაშე დაუძლეველი შიშის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე სიცოცხლისა.
იხილეთ სრულად
ყოველგვარი სიცრუის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე სიმართლისა.ტირანიის, უკუნი სიბნელის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე თავისუფლებისა.სიკვდილის წინაშე დაუძლეველი შიშის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე სიცოცხლისა.გაუსაძლისი ტანჯვის, სიცრუისა და ძალადობის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე ჭეშმარიტი სიყვარულისა.ქრისტე იშვება!
ქრისტეს კეთილი ნებაა, ყოველი ადამიანი მას ემსგავსოს. როგორც ღვთის ძეს, სურვილი აქვს, რომ ღვთის შვილობა ჩვენც დავიმკვიდროთ. როგორც მეფეს, სურს, რომ ჩვენც მასთან ერთად ვიმეფოთ. როგორც მღვდელმთავარს, უნდა, რომ ღვთისმსა...
იხილეთ სრულად
ქრისტეს კეთილი ნებაა, ყოველი ადამიანი მას ემსგავსოს.როგორც ღვთის ძეს, სურვილი აქვს, რომ ღვთის შვილობა ჩვენც დავიმკვიდროთ.როგორც მეფეს, სურს, რომ ჩვენც მასთან ერთად ვიმეფოთ.როგორც მღვდელმთავარს, უნდა, რომ ღვთისმსახურებაში ყველას წილი ჰქონდეს, როგორც ყოვლისშემძლეს, წმიდასა და უკვდავს - ძალას, უკვდავებასა და სიწმინდეს ჩვენც გვაზიაროს.ვითარცა მკვდრეთით აღმდგარს სურს, რომ ჩვენც აღდგომის შვილნი შევიქმნეთ.ასეთია უფლის ნება და ქვეყნიერებას იმისთვის მოევლ...
მაცხოვარმა მთვლემარე კაცობრიობა გამოაფხიზლა მსგავსად იმისა, მძინარეს რომ გამოაფხიზლებენ მძიმე და უაზრო ძილისგან. ამ გამოფხიზლებამ ყველა გაახარა, უფრო მეტად განიზარეს, როცა გააცნობიერეს სახარებისეული ჭეშმარიტება და ირწმუნეს, რომ ღვ...
იხილეთ სრულად
მაცხოვარმა მთვლემარე კაცობრიობა გამოაფხიზლა მსგავსად იმისა, მძინარეს რომ გამოაფხიზლებენ მძიმე და უაზრო ძილისგან. ამ გამოფხიზლებამ ყველა გაახარა, უფრო მეტად განიზარეს, როცა გააცნობიერეს სახარებისეული ჭეშმარიტება და ირწმუნეს, რომ ღვთის შვილები არიან და არა უტყვი ბუნების.
უფალმა თავისი ტანჯვით ჩვენი ტანჯვა შეამსუბუქა. მისი ტანჯვა გამარჯვებით დასრულდა. უფალს შეუძლია გამარჯვებისთვის ჩვენც გაგვამხნევოს. იგი სიმართლისთვის ევნო. ჩვენ კი საკუთარი ცოდვების გამო ვისჯებით. უფლისათვის ტანჯვა არავის შეუმსუბუქ...
იხილეთ სრულად
უფალმა თავისი ტანჯვით ჩვენი ტანჯვა შეამსუბუქა. მისი ტანჯვა გამარჯვებით დასრულდა. უფალს შეუძლია გამარჯვებისთვის ჩვენც გაგვამხნევოს. იგი სიმართლისთვის ევნო. ჩვენ კი საკუთარი ცოდვების გამო ვისჯებით. უფლისათვის ტანჯვა არავის შეუმსუბუქებია. ჩვენ კი როდესაც ვიტანჯებით, იგი მხარში გვიდგას და ჩვენს მწუხარებას იზიარებს.
ცოდვილისთვის სიკვდილი კი არ ისურვო, არამედ ცოდვათა მონანიება. ქრისტე ცოდვილთათვის ევნო. მისთვის მიუღებელია როცა ვთხოვთ, რომ უკეთურს სიკვდილი მოუვლინოს და გზიდან ჩამოგვაშოროს.
ცოდვა ისეთივე ხანდაზმულია, როგორც ეშმა. ჩვეულებრივი მოკვდავი, რომლის სიცოცხლე საათებით და წამებით განიზომება, როგორ შეძლებს თავი დააღწიოს ცოდვას. მას აქეთ, რაც ქვეყნიერება არსებობს, იგი თაობიდან თაობას, ადამიანიდან ადამიანს გადაეც...
იხილეთ სრულად
ცოდვა ისეთივე ხანდაზმულია, როგორც ეშმა. ჩვეულებრივი მოკვდავი, რომლის სიცოცხლე საათებით და წამებით განიზომება, როგორ შეძლებს თავი დააღწიოს ცოდვას. მას აქეთ, რაც ქვეყნიერება არსებობს, იგი თაობიდან თაობას, ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა. მოკვდავისათვის ეს შეუძლებელია, თუ არ ეცოდინება, რომ არსებობდა ერთადერთი ადამიანი, ვისაც არც შობით და არც შობის მერე შეუცოდავს, ეს არის ღმერთკაცი - იესო ქრისტე, რომელმაც ადამიანური ბუნების დამდაბლებით და ღვთაებრივი ც...
უზაკველობა, რწმენა და მორჩილება ბავშვური სულის თვისებაა, ამასთანავე უვნებლობა და სიხარული. მისთვის უცხოა ვერცხლისმოყვარეობა, ავხორცობა, მისი თვალები ავხორცობით არ არის ამღვრეული, მის სიხარულს საზრუნავი არ აშფოთებს. ვის შეუძლია ბავ...
იხილეთ სრულად
უზაკველობა, რწმენა და მორჩილება ბავშვური სულის თვისებაა, ამასთანავე უვნებლობა და სიხარული. მისთვის უცხოა ვერცხლისმოყვარეობა, ავხორცობა, მისი თვალები ავხორცობით არ არის ამღვრეული, მის სიხარულს საზრუნავი არ აშფოთებს. ვის შეუძლია ბავშვად გვაქციოს? - მხოლოდ ქრისტეს, სხვას არავის. პირადი მაგალითით, მოძღვრებით და სულიწმიდის მადლით მას ძალუძს ბავშვობაში დაგვაბრუნოს, ხელმეორედ გვშვას.