სიკეთე - ციტატები, გამონათქვამები
სიკეთე - ციტატები, გამონათქვამები სიკეთე, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ყველა ადამიანი სცოდავს (1 იოანე 1, 8-10), მაგრამ ბოროტნი ცოდვას სიხარულითა და ტკბობით ჩადიან, კეთილებს კი ცოდვა სძულთ.
ატილა, საყოველთაო დამპყრობელი, სხვაგვარად რომ ვთქვათ, საყოველთაო მძარცველი და მაოხრებელი, საკუთარ თავზე ამბობდა: "სადაც ჩემი ცხენი გაივლის, იქ ბალახი არ ამოდის". ბოროტი ადამიანები ბოროტებით თავსაც იქებენ, კეთილნი კი სიკეთის ქმნისა... იხილეთ სრულად
ისურვე ის, რაც ღმერთს სურს; გააკეთე ისე, როგორც ღმერთს სურს; გააკეთე იმისათვის, რომ ღმერთს სურს.
დიდ ჯილდოს მიიღებ, თუ სიკეთეს ჯილდოსათვის არ აღასრულებ (თვითონვე ზეციურისთვისაც კი).
შეეცადე, ყველას სიკეთე გაუკეთო და ყურადღებას ნუ მიაქცევ იმას, მიიღებ თუ არა პირად სარგებელს.