სინანული - ციტატები, გამონათქვამები

სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

462. იუდას ნათქვამი: „ვცოდე, რამეთუ მიგეც სისხლი მართალი“ (მათე 27, 4), და, რომ მან დააბნია ვერცხლი (მათე 27, 5), სინანულს ხომ არ გამოხატავს?
იუდას სინანული მაშინ ჩაეთვლებოდა, თუ უფლის წინაშე შეინანებდა, რამეთუ ნათქვამია: „მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა“ (მათე 5, 24), ანუ იმის წინაშე, ვის წინაშეც შესცოდა, და არა სხვასთან. ხოლო მან უფრო უარესი ჩაიდინა, განეშორა და სასოწარკვეთილებით თავი დაიღუპა, ამიტომაც არ ჩაეთვალა სინანული.
იუდას სინანული მაშინ ჩაეთვლებოდა, თუ უფლის

439. აზრი ჩამაგონებს: შენ ყველაფერში სცოდავ და ამიტომ ყოველი სიტყვის, საქმის და ფიქრის შემდეგ უნდა თქვა: „შევცოდე“. ვინაიდან, თუ არ იტყვი: „მე შვცოდე“, ეს ნიშნავს, რომ თავი უცოდველი გგონია. მე ერთიც და მეორეც ძალიან მაწუხებს, ყოველთვის ეს რომ ვთქვა არ შემიძლია, მაგრამ თუ არ ვიტყვი, ასე მგონია ვცოდავ.
ჩვენ ყოველთვის დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ყველაფერში სიტყვით, საქმით და ფიქრით ვცოდავთ, მაგრამ „მე შევცოდეო“, ამას ყოველთვის ვერ ვიტყვით. ეს დემონთა ჩაგონებაა, რომელთაც სურთ მოწყინებაში ჩაგვაგდონ. და კვლავ ისინი ჩაგვაგონებენ, რომ თუ ჩვენი ყოველი საქმის შესახებ ასე არ ვიტყვით, თითქოს, საკუთარი თავი უცოდველი გვგონია. მაგრამ გავიხსენოთ რას ამბობს ეკლესიასტე: „ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა“ (ეკლ. 3, 7). ამიტომ დილაობით ლოცვაში ჩვენს მეუფესა და ღმერთს განვლილი ღამისთვის და საღამოობით ჩავლილი დღისთვის ლმობიერებით უნდა ვუთხრათ: „მეუფეო! შენი წმიდა სახელის გულისთვის ყველაფერი შემინდე და განკურნე სული ჩემი, რამეთუ ვცოდე შენდა“ (ფსალმ. 40, 5). და შენთვის ეს საკმარისია, მსგავსად იმ ადამიანისა, რომელსაც მუდმივი გამსესხებელი ჰყავს და სხვადასხვა დროს მისგან თანხას იღებს. მაგრამ, რადგან ყოველთვის ზუსტად ვერ უსწორებს ანგარიშს, ამიტომ ერთბაშად იხდის მას; ასევეა აქ.
ჩვენ ყოველთვის დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ

ეშმაკური ხიბლის ყოველი სახეობა იქიდან წარმოიშობა, რომ ლოცვების საფუძველში სინანული არ დევს, სინანული არ ხდება ლოცვის წყარო, სული და მიზანი. აი, სინანული და ყველაფერი ის, რისგანაც ის შედგება: ჭმუნვა, ანუ სულის დამდაბლება, გულის ტირილი, ცრემლები, თვითგანსჯა, სიკვდილის მუდმივი ხსოვნა და შეგრძნება, აგრეთვე ხსოვნა ღვთის სამსჯავროსი და მუდმივი ტანჯვისა, ღვთის არსებობის შეგრძნება; ღვთის შიში ღვთის წყალობის საწინდარია, უზენაესი და სამუდამო ძღვენის საფუძველიცაა. სინანული, სულის წუხილი, ცრემლები ეს ნიშნებია, დასტურია ლოცვით თავდადების მართებულობისა; მათი არარსებობა კი მცდარი მიმართულებისაკენ გადახრას ნიშნავს. ეშმაკური ხიბლის ყოველი სახეობა იქიდან

წყევლისაგან გათავისუფლება შესაძლებელია სინანულითა და აღსარებით. მე მრავალი ასეთი შემთხვევა ვიცი. ადამიანებმა, რომლებიც წყევლის გამო იტანჯებოდნენ, როდესაც გააცნობიერეს, რომ ისინი წყევლის ქვეშ იყვნენ, რადგანაც თავს რაღაცაში დამნაშავედ გრძნობდნენ, შეინანეს, აღსარება თქვეს და მთელი მათი უბედურება ამით დასრულდა. თუკი იგი, ვინც დამნაშავეა, იტყვის: „ღმერთო ჩემო, მე ჩავიდინე ასეთი უსამართლობა, შემინდე!“ - და ტკივილითა და გულწრფელობით აღიარებს თავის ცოდვებს აღსარებაზე, მოძღვრის წინაშე, მაშინ ღმერთი შეუნდობს მას. ის ხომ ღმერთია. წყევლისაგან გათავისუფლება შესაძლებელია

წმიდანები ისეთივე ადამიანები იყვნენ, როგორებიც ჩვენ ვართ. ბევრ მათგანს უდიდესი ცოდვები ჰქონდა, მაგრამ მონანიებით მიაღწიეს სასუფეველს. ყველამ, ვინც მიაღწია მას, მიაღწია მონანიებით, რომელიც გვაჩუქა ჩვენ მოწყალე უფალმა თავისი ტანჯვით. ცათა სასუფეველში, სადაც არის უფალი და მისი ყოვლადწმიდა დედა, ცხოვრობენ წმინდანები. წმიდანები ისეთივე ადამიანები იყვნენ

ცოდვილი ძნელად თუ შეინანებს გასაჭირის გარეშე, რადგანაც შეუძლებელია ღვთის სამართალს დაემალო. ცოდვილი ძნელად თუ შეინანებს გასაჭირის გარეშე

ვისაც არ სურს სინანულის მწუხარება იტვირთოს, მას საღვთო განგებულება უნებურ მწუხარებას შეახვედრებს. ვისაც არ სურს სინანულის მწუხარება იტვირთოს

ცოდვათა აღიარება დასაბამია სულის შემკობა-გამშვენიერებისათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მონანიების შედეგად ადამიანმა თავისი სული განამზადა მაცხოვნებელი თესლის - საღმრთო სიტყვის მისაღებად, რომელიც მხსნელად ეძლევა ადამიანს. ცოდვათა აღიარება დასაბამია სულის

შევიცნოთ საკუთარი ცოდვები, ის სინანულის საწყისია. მოვინანიოთ, ვაღიაროთ საკუთარი უღირსობა. რაც უფრო უღირსად აღიარებენ თავს ღვთისათვის სათნომყოფელნი, მით უფრო მეტად სწყალობთ მათ კეთილი და ლმობიერი ღმერთი. რა არის ჩვენი საკუთრება? უძლურება, ხრწნადობა, უმეცრება, ბოროტება, ცოდვები. შევიცნოთ საკუთარი ცოდვები, ის სინანულის

ყოველდღიურად შეცოდება და მონანიება ნიშნავს იმას, რომ ერთსა და იმავე ადგილას იტკეპნებოდე, იმის ნაცვლად, რომ წინ მიდიოდე. სანამ სინანული შენს ცოდვას არ გადასძალავს და ცოდვა არ შემცირდება, ჩვენი ყოფა აღსავსე იქნება ერთი და იმავე კოშკის აშენებითა და ნგრევით.
უნდა იშრომო, რათა ერთხელაც შეინარჩუნო თუნდაც რაღაც დაუნგრეველი გუშინდელი დღიდან. ეს შენი ცხოვრების პირველი დღე იქნება. ყოველდღიურად შეცოდება და მონანიება ნიშნავს

სინანული, გამონათქვამები, ციტატები

2