დააკვირდი საკუთარ თავს, საკუთარ ვნებებს განსაკუთრებით შინაურ ყოფაში, სადაც ისინი, როგორც თხუნელები სოროში, უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. სახლის გარეთ ჩვენი "შინაური ვნებები" სხვა ვნებებს ეფარებიან, რომ უფრო კეთილსახოვნად გამოიყურებოდნე...
იხილეთ სრულად
დააკვირდი საკუთარ თავს, საკუთარ ვნებებს განსაკუთრებით შინაურ ყოფაში, სადაც ისინი, როგორც თხუნელები სოროში, უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. სახლის გარეთ ჩვენი "შინაური ვნებები" სხვა ვნებებს ეფარებიან, რომ უფრო კეთილსახოვნად გამოიყურებოდნენ, მაშინ როცა შინ ძალა არ შეგვწევს ამ შავი თხუნელების გაძევებისა, რომლებიც ძირს უთხრიან ჩვენი სულის მთლიანობას.
ლოცვა გულის და გონების აღმართვაა ღვთისაკენ. აქედან გამომდინარე სრულიად ნათელია, რომ ვერ ილოცებს ის, ვისი გულიცა და გონებაც ძლიერადაა გადახლართული ხორციელთან, ფული იქნება ეს, პატივი თუ გულში ჩადებული სხვა რამ ვნება. ადამიანს, ჩვეულ...
იხილეთ სრულად
ლოცვა გულის და გონების აღმართვაა ღვთისაკენ. აქედან გამომდინარე სრულიად ნათელია, რომ ვერ ილოცებს ის, ვისი გულიცა და გონებაც ძლიერადაა გადახლართული ხორციელთან, ფული იქნება ეს, პატივი თუ გულში ჩადებული სხვა რამ ვნება. ადამიანს, ჩვეულებრივ, ვნება კრავს და ავიწროებს, მაშინ როცა ღმერთი სიხალასეს და ჭეშმარიტ თავისუფლებას ანიჭებს მას.
მერვე ვნება არის ამპარტავნება - სიამაყე, ყველა ვნებაზე სასტიკი და ყველაზე დამღუპველი. ამპარტავნებამ ცანი შეარყია, ბრწყინვალე, ნათლით მოსილი ანგელოზი დემონად - ბნელ, შესაზარ სულად აქცია. ამპარტავნებამ პირველი ადამიანები სამოთხიდან ...
იხილეთ სრულად
მერვე ვნება არის ამპარტავნება - სიამაყე, ყველა ვნებაზე სასტიკი და ყველაზე დამღუპველი. ამპარტავნებამ ცანი შეარყია, ბრწყინვალე, ნათლით მოსილი ანგელოზი დემონად - ბნელ, შესაზარ სულად აქცია. ამპარტავნებამ პირველი ადამიანები სამოთხიდან გამოდევნა, ჩვენ კი გაჭირვება და მწუხარება გვარგუნა მემკვიდრეობით. ამპარტავნება უფრო საშინელი რამ არის, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი ვნება, ერთად აღებული
ცოდვასა კაცის გულში გაძლიერებულს, ეწოდება სახელად ვნება. რისთვის? მისთვის, რომელ იგი ავნებს, სტანჯავს სულსა და ხორცსა კაცისასა. ზოგიერთს საწამლავს გემო ტკბილი აქვს, მაგრამ მოქმედება სასიკვდინე; აგრეთვე ზოგიერთი ცოდვა ერთს წამს დაა...
იხილეთ სრულად
ცოდვასა კაცის გულში გაძლიერებულს, ეწოდება სახელად ვნება. რისთვის? მისთვის, რომელ იგი ავნებს, სტანჯავს სულსა და ხორცსა კაცისასა. ზოგიერთს საწამლავს გემო ტკბილი აქვს, მაგრამ მოქმედება სასიკვდინე; აგრეთვე ზოგიერთი ცოდვა ერთს წამს დაატკბობს კაცსა, გარნა მერმე ავნებს მას და გააფუჭებს.
ადამიანის სულის რვა ვნება, ერთიმეორეზე საშინელი, რვა კედელივით აღმართულა ადამიანსა და ღმერთს შორის, ერთი მათგანი - ამპარტავნება კი თითქმის ზეცას სწვდება