მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები
მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები მწუხარება, გამონათქვამები, ციტატები
ძველი აღთქმის ერთი მართალი, რომელმაც ცხოვრებაში მრავალი მწუხარება გამოიარა, სამართლიანად ამბობდა, რომ ადამიანის ცხოვრება ომია (იობი 7, 1), ანდა ბრძოლა - ეშმაკთან და სოფელთან.
როგორ შეიძლება, გიყვარდეს ადამიანური ცხოვრება, როდესაც მასში ამდენი მწუხარებაა და ასე აღსავსეა თავდასხმებითა და უბედურებებით?
დღევანდელი ცხოვრების დიდ სიხარულებსაც კი მწუხარების ჩრდილი დასდევს, როგორც სურათი არ არსებობს ჩრდილის გარეშე.
ადამიანური საქმეების ბედნიერი დინებაც ნუ წარმოშობს შენს სულში განუსაზღვრელ სიხარულს; მწუხარებაც ნუ დაამცირებს მის სიმხნევეს და ამაღლებულობას - წუწუნითა და წუხილით.
სრულყოფილი მამა ის არის, ვინც სულის ერთნაირი მდგომარეობით, მადლიერებით იღებს ღვთის ყოვლისმჭვრეტელი ხელიდან თავისი ცხოვრების როგორც ბედნიერ, ისე სამწუხარო ცვლილებებს.
ზედმეტად არც სიხარულია საჭირო და არც მწუხარება, არც დრტვინვა, რადგან სიხარული და მწუხარება ცხოვრებაში არამარადიულია და ერთმანეთს მოსდევს.
ჩრდილსა და ბორბალს ჰგავს ცხოვრებისეული მწუხარება და სიხარული, რადგან ჩრდილივით მარადიული არ არის და ბორბალივით ბრუნავს.
ნუ მიაჯაჭვავ შენს გულს მიწიერ ცხოვრებას, იმიტომ, რომ იგი ხანმოკლე და არარაობაა მომავალ, მარადიულ ცხოვრებასთან შედარებით; იმისთვისაც, რომ მისი ეს მოკლე დინება მხოლოდ სიხარულით არაა აღსავსე, არამედ - მწუხარებებით, ზღვის ტალღების მსგ... იხილეთ სრულად
ნურასოდეს გაიხარებ ისე, რომ ამ სიხარულს მწუხარება მოჰყვეს; ნურასოდეს იქნები მწუხარე ისე, რომ ამ ნაღველისაგან მადლი არ მიიღო.