მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები
მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები მწუხარება, გამონათქვამები, ციტატები
ადამიანური საქმეების ბედნიერი დინებაც ნუ წარმოშობს შენს სულში განუსაზღვრელ სიხარულს; მწუხარებაც ნუ დაამცირებს მის სიმხნევეს და ამაღლებულობას - წუწუნითა და წუხილით.
სრულყოფილი მამა ის არის, ვინც სულის ერთნაირი მდგომარეობით, მადლიერებით იღებს ღვთის ყოვლისმჭვრეტელი ხელიდან თავისი ცხოვრების როგორც ბედნიერ, ისე სამწუხარო ცვლილებებს.
ზედმეტად არც სიხარულია საჭირო და არც მწუხარება, არც დრტვინვა, რადგან სიხარული და მწუხარება ცხოვრებაში არამარადიულია და ერთმანეთს მოსდევს.
ჩრდილსა და ბორბალს ჰგავს ცხოვრებისეული მწუხარება და სიხარული, რადგან ჩრდილივით მარადიული არ არის და ბორბალივით ბრუნავს.
ნუ მიაჯაჭვავ შენს გულს მიწიერ ცხოვრებას, იმიტომ, რომ იგი ხანმოკლე და არარაობაა მომავალ, მარადიულ ცხოვრებასთან შედარებით; იმისთვისაც, რომ მისი ეს მოკლე დინება მხოლოდ სიხარულით არაა აღსავსე, არამედ - მწუხარებებით, ზღვის ტალღების მსგ... იხილეთ სრულად
ნურასოდეს გაიხარებ ისე, რომ ამ სიხარულს მწუხარება მოჰყვეს; ნურასოდეს იქნები მწუხარე ისე, რომ ამ ნაღველისაგან მადლი არ მიიღო.
როცა სული ღმერთის სიყვარულშია, ო, რა კარგია მაშინ ყველაფერი, რა საყვარელი და სასიხარულო. მაგრამ ღმერთის სიყვარულის დროსაც არის სევდა და რაც უფრო დიდია სიყვარული, მით უფრო დიდია ნაღველი. ღვთისმშობელს არასდროს არ შეუცოდავს არცერთი ზ... იხილეთ სრულად
იესო ტკბილია და თუ ადამიანი მას მიანდობს თავისი ტკივილების სიმწარეს, ეს სიმწარე ტკბილ სიროფად გადაიქცევა.
ვინც ქებას ეძებს, მას ვნება ეუფლება; ხოლო ვინც ტირის იმაზე, რომ მწუხარება დაატყდა თავს, მას განცხრომა უყვარს.
ტირილს სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ნეტარად იწოდება არა ის, ვინც ცხოვრებისეულ საკითხებზე ტირის, რადგან ტირილი შეუძლია უძლურ ბოროტებასაც, დამცირებულ სიამაყესაც, შეურაცხყოფილ თავმოყვარეობასაც. განა ცოტა არსებობს ამაო ცრემლი? ... იხილეთ სრულად