სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
ჭეშმარიტი მონანიების ნიშნებია: ღრმა განცდა, მწუხარება და შემუსვრა გულისა, ოხვრა, ლოცვა, მარხვა, მღვიძარება და ცრემლი. ასეთი მონანიება ნამდვილი და ჭეშმარიტია, ვინაიდან ამ გზით მოგეტევება ცოდვები და ხდები მეგობარი უფლისა.
ღმერთს არ უხმს დიდი დრო სინანულისთვის. ცოდვილი, როგორც კი გულის შემუსვრილებით აღიარებს ცოდვას, მყისვე განმართლდება, როგორც კი გულწრფელად ინანიებს, შეწყალებული იქნება. დრო კი არ იქმს საღმრთო სიმართლეს, არამედ აღმსარებლის გულმოდგინე... იხილეთ სრულად
ღმერთისათვის მონანიენი ძვირფასნი არიან; მისთვის ძალიან ძვირფასნი არიან ისინი, ვინც მწუხარე გულით ინანიებენ საკუთარ ბიწიერ საქმეებს. შემოქმედი არ არის ისეთი, როგორიც ქმნილებაა, რომელსაც საკმარისია, რამე შეეშალოს, რომ დამნაშავეს მაშ... იხილეთ სრულად
ღვთის სასუფეველში შედიან არა უნანელნი, არამედ სინანულითა და ცრემლით გარდაქმნილი ცოდვილები. არაფერი ისე არ ეხმარება ადამიანს ვნებებთან ბრძოლასა და მათ ძლევაში, როგორც მოუკლებელი გონებრივი ლოცვა.
უფალმა მონანიება გადარჩენისათვის დაგვიტოვა. რომ არ ყოფილყო მონანიება, მოციქულებიც კი ვერ გადარჩებოდნენ, მით უმეტეს სხვა ადამიანები.
უპირველესად ყოვლისა მუდამ ის უნდა შევთხოვოთ ხოლმე უფალს, რომ სინანული და საუკუნო ტანჯვის შიში მოგვმადლოს ჩვენ, ღვთის უსაზღვრო გულმოწყალებისა და მოთმინების მრავალგზის უარმყოფელთ, რათა ამ გზით აღგვადგინოს.
სხვაა მონანულის სიმდაბლე, რომელიც მწუხარებითაა სავსე და სხვაა სინდისის ქენჯნა მათი, ვინც ჯერ კიდევ ცოდვაშია და სულ სხვაა, ნეტარი და მდიდარი სიმდაბლე, რომელიც ღვთის განსაკუთრებული განგებულებით მკვიდრდება სრულქმნილებაში.
სინანული სტომაქის მკაცრი მოზღუდვაა და სულის ღრმა გრძნობით დაწყლულება.
სინანული ღმერთთან დამაახლოვებელი და ცოდვათაგან განმაშორებელია.
სინანულის საიდუმლო კურნავს ადამიანის სულიერ სნეულებებს, აცილებს სულის მწიკვლს და ქრისტიანი ცოდვათა შენდობის მიღების შემდგომ ისევ უცოდველი და განწმედილი ხდება, ისეთი, როგორიც წყლიდან ამოვიდა ნათლისღების შემდგომ. ამიტომ სინანულის სა... იხილეთ სრულად
სინანულის მადლი, მათში მოქმედი, ვინც მოსაგრეობს, მემკვიდრეობაა, მამათაგან დატოვებული. ეს გაცვლა და ღმრთაებრივი ვაჭრობაა, რომელშიც ჩვენ ვაძლევთ მიწას, სანაცვლოდ კი ზეცას ვიღებთ, ვცვლით ნივთიერებას და ვიღებთ სულს. ყოველი ოფლი, ყოველ... იხილეთ სრულად