ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები
ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები ცხონება, სასუფეველი, სამოთხე, გამონათქვამები
აღმართია გოლგოთაზე მიმავალი გზა, მაგრამ როცა ცხოვრებისმომნიჭებელ საფლავს მივადგებით და ჩვენი სულის აღდგომის მაუწყებელ ანგელოზს ვიხილავთ, მხიარულნი ავალთ ზეცაში, ზეციურ იერუსალიმში, სადაც წმინდა სულებთან ერთად მოზეიმე საუკუნო პასექ... იხილეთ სრულად
ამქვეყნიური სიამოვნების მოკლებით გამოწვეული მცირე მწუხარება, შვილო, დიდ საუკუნო დიდებას გვიმზადებს!
ჩვენი ტანჯვა, მისი სიმძიმის მიუხედავად, არაფერია იმ საუკუნო ნეტარებასთან შედარებით, რაც ღმერთს ჩვენთვის აქვს გამზადებული.
ამიტომ უშვებს ღმერთი ჩვენზე სხვადასხვა ტკივილს, ზოგჯერ უიმედობამდეც კი, ჩვენც რომ გვქონდეს წილი საუკუნო განსვენებაში.