უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები
უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები უფალი იესო ქრისტე, გამონათქვამები, ციტატები
ქრისტესთან ყოფნის სიხარული იმდენად ყოვლისმომცველი და ენით აღუწერელი გრძნობაა, რომ მას ვერავითარი მიწიერი განცდა ვერ შეედრება. ეს იმდენად დიდი ნეტარებაა, რომ იგი ვერ დაითრგუნება ვერანაირი სულიერი თუ ფიზიკური ტკივილით.
ზოგიერთნი ამბობენ: თუ ვიხილავთ ქრისტეს ზეცაში, როგორც ღმერთს, ვირწმუნებთ. ასეთი რწმენა დაგვიანებულია. ჩვენ გვმართებს, ვხედავდეთ ქრისტეს, როგორც ღმერთს - დამცირებულ, შეურაცხყოფილ, ნაგვემსა და აბუჩად აგდებულ ადამიანში, კაიაფას ეზოში... იხილეთ სრულად
ქრისტე წყალგამყოფია, სადაც იგი გამოჩნდება, ადამიანები ორ ბანაკად იყოფიან, ერთნი სიკეთეს შეჰხარიან და სხვანი კი სრულებით არ ეძიებენ მას. ასე იყო მაშინაც, როდესაც განხორციელებული უფალი ამქვეყნად მიმოდიოდა, და დღემდეც ასეა.
იესომ უპირატესობა ზეცას მიანიჭა. ზეციური მეუფება მიწიერ მეუფებას ამჯობინა. ადამიანური ყოფა აზრით, ძალით და სიხარულით აღავსო. დამცირებული და შეურაცხყოფილი ცამდე აღამაღლა. ცხოვრებას დავიწყებული ზეციური ლოგიკა დაუბრუნა. რათა ადამიანე... იხილეთ სრულად
ყოველგვარი სიცრუის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე სიმართლისა. ტირანიის, უკუნი სიბნელის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე თავისუფლებისა. სიკვდილის წინაშე დაუძლეველი შიშის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე სიცოცხლისა. იხილეთ სრულად
ქრისტეს კეთილი ნებაა, ყოველი ადამიანი მას ემსგავსოს. როგორც ღვთის ძეს, სურვილი აქვს, რომ ღვთის შვილობა ჩვენც დავიმკვიდროთ. როგორც მეფეს, სურს, რომ ჩვენც მასთან ერთად ვიმეფოთ. როგორც მღვდელმთავარს, უნდა, რომ ღვთისმსა... იხილეთ სრულად
მაცხოვარმა მთვლემარე კაცობრიობა გამოაფხიზლა მსგავსად იმისა, მძინარეს რომ გამოაფხიზლებენ მძიმე და უაზრო ძილისგან. ამ გამოფხიზლებამ ყველა გაახარა, უფრო მეტად განიზარეს, როცა გააცნობიერეს სახარებისეული ჭეშმარიტება და ირწმუნეს, რომ ღვ... იხილეთ სრულად
უფალმა თავისი ტანჯვით ჩვენი ტანჯვა შეამსუბუქა. მისი ტანჯვა გამარჯვებით დასრულდა. უფალს შეუძლია გამარჯვებისთვის ჩვენც გაგვამხნევოს. იგი სიმართლისთვის ევნო. ჩვენ კი საკუთარი ცოდვების გამო ვისჯებით. უფლისათვის ტანჯვა არავის შეუმსუბუქ... იხილეთ სრულად
ცოდვილისთვის სიკვდილი კი არ ისურვო, არამედ ცოდვათა მონანიება. ქრისტე ცოდვილთათვის ევნო. მისთვის მიუღებელია როცა ვთხოვთ, რომ უკეთურს სიკვდილი მოუვლინოს და გზიდან ჩამოგვაშოროს.