სიკეთე - ციტატები, გამონათქვამები
სიკეთე - ციტატები, გამონათქვამები სიკეთე, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
სანთელი წვას განაგრძობს, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა იქ ადამიანები; ასევე მორწმუნენი გამუდმებით უნდა აღასრულებდნენ სიკეთეს და არ უნდა ფიქრობდნენ იმის შესახებ, უცქერს თუ არა ვინმე მათ საქმეს.
ეცადე, ისე იცხოვრო, რომ სხვებისთვის მაგალითი იყო, მაგრამ შენი მხრიდან ნუ შეეცდები, გამოაჩინო შენი კეთილი საქმეები და მითუმეტეს, მხოლოდ ადამიანთა თვალწინ ნუ აღასრულებ მას - ეს ნუ იქნება შენი მიზანი სიკეთის ქმნისას.
ყოველთვის სიკეთე აკეთე, რათა ეშმაკს მუდამ დაკავებული დახვდე. სიკეთე ან აკეთე, ან თქვი, ან ჩაიფიქრე.
ბოროტების (დაცემისა და თვით დაღუპვისაც - სათნოებებში მრავალწლიანი მოღვაწეობის შემდეგაც) დასაწყისი სიკეთისადმი დაუდევრობაა, ისევე, როგორც უკუნეთის დასაწყისი არის განშორება ნათლისა
გინდა შრომის გარეშე ქმნა სიკეთე? იფიქრე, რომ შრომა დროებითია, ხოლო ჯილდო კი მარადიულია.
სიკეთის ერთი შეხედვაც ბედნიერებაა მისთვის, ვისშიც სიკეთის განცდა არ გაუხეშებულა; მითუმეტეს, შესაბამისად, ბედნიერი უნდა იყოს იგი, როცა თვითონ აღასრულებს სიკეთეს.
არ აკეთო სიკეთე მხოლოდ იმიტომ, რომ ამას, შესაძლოა, რაიმე არასასიამოვნო მოჰყვეს, ნიშნავს იმას, რომ სამუდამოდ ქმნა უარი სიკეთის ქმნაზე.
როგორც ბავშვი სწავლობს საუბარს, ასევე სწავლობს ზრდასრული იყოს კეთილი; ორივე რწმენითა და ვარჯიშით მოიპოვება.
კეთილი სურვილი მაშინ არის მაცხოვნებელი, როდესაც მტკიცედ და დაუზარებლად აღესრულება. არიან ადამიანები, რომელთა გზა კეთილი ზრახვებით იყო მოფენილი; მაგრამ კეთილი ზრახვები აღუსრულებელი დარჩა და მათი გზა ჯოჯოხეთისაკენ წარემართა.