მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები
მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები მოთმინება, გამონათქვამები, ციტატები
თუკი მიხვდები, რომ არსებობს მარადიულობა, და გონებაში წარმოიდგენ, რაოდენ მძიმეა მარადიული დიდების მოკლება და გეენიის ცეცხლში ჩავარდნა, რასაც დემონებიც უფრთხიან: ნებისმიერი სატანჯველის დათმენას ამოირჩევ და ღმერთს მადლობას შესწირავ მ... იხილეთ სრულად
ღვთის სიმართლე მოითხოვს, რომ ცოდვილი თავისი ცოდვების გამო დაისაჯოს. და თუკი ცოდვილი აუცილებლად დაისჯება, მისთვის უკეთესია დაისაჯოს აქ და მადლიერებით ითმინოს დროებითი სასჯელი, ვიდრე მომავალ საუკუნეში უსასრულოდ დაიტანჯოს.
ცდუნებას მოთმინებითა და ლოცვით გაექეცი. თუ ამის გარეშე წინაღუდგები, მაშინ კიდევ უფრო ძლიერად დაგესხმება თავს.
საკუთარ ნაკლოვანებებთან ბრძოლა ჩვენი ხვედრია მიწაზე, გონიერება და დათმენა კი უპირველესი სათნოებები.
მშვიდობის შვილებს არამშვიდობიან ხელისუფალთანაც შეუძლიათ, მოთმინებით შეინარჩუნონ მშვიდობა.
რაც შეგემთხვევა, ყველაფერი მიიღე და სულგრძელობით დაითმინე დამცირებანი. რადგან ოქრო ცეცხლში გამოიცდება, უფლის სათნონი კი - მორჩილების ქურაში. ერწმუნე მას და შეგეწევა, სწორად წარმართე გზები და მისი იმედი იქონიე. უ... იხილეთ სრულად
ყოველი გასაჭირი, რომელიც გვაქვს, ადამიანთაგან იქნება იგი, დემონთა თუ ჩვენივე ბუნებისაგან, ფარულად ყოველთვის შეიცავს შესაბამის შენაძენს. და ვინც სულგრძელებით ითმენს, იღებს საზღაურს - აქ დაწინდვას, იქ კი აღსრულებას.
შვილო ჩემო, ავადმყოფობა გამოსაცდელად გვეძლევა, ხოლო გამოცდა გამოცდილებას გვძენს. "რომელი ღუაწლსა არა გამოცდილ არნ, მან მცირედ თუ რაიმე უწყინ" (ზირ. 34, 10). "ჭირი მოთმინებასა შეიქმს, ხოლო მოთმინებაი სასოებასა, ხოლო სასოებამან არა ... იხილეთ სრულად