ცხონების საქმეში სიმდაბლე ისევე აუცილებელია, როგორც ნათლობა. და რაც უფალმა თქვა სიმდაბლის შესახებ, იგივეს ამბობს ნათლობის მიმართაც: "ამენ, ამენ გეტყვი შენ: უკუეთუ ვინმე არა იშუეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფე...
იხილეთ სრულად
ცხონების საქმეში სიმდაბლე ისევე აუცილებელია, როგორც ნათლობა. და რაც უფალმა თქვა სიმდაბლის შესახებ, იგივეს ამბობს ნათლობის მიმართაც: "ამენ, ამენ გეტყვი შენ: უკუეთუ ვინმე არა იშუეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა" (ინ. 3, 5). ესაია წინასწარმეტყველი გვეუბნება, რომ ჯოჯოხეთში ჩადიან ძლიერნი, დიდებულნი, განდიდებულნი, მდიდარნი და სხვანი, მათივე მსგავსნი: "მოდრკება ადამის ძე და კაცი დამცირდება, ამპარტავანთა თვალი დაიხრე...
იმის შემდეგ, რაც ამპარტავანი ადამიანის გონება განიკურნება, აუცილებელია მისი ნების განკურნებაც, რაც მისგან თავის ქების ყოველგვარი სურვილის განძევებით მოიპოვება. ეს მაშინ მოგვეცემა, თუ დავფიქრდებით იმაზე, რაც ამპარტავნებისგან გამოწვ...
იხილეთ სრულად
იმის შემდეგ, რაც ამპარტავანი ადამიანის გონება განიკურნება, აუცილებელია მისი ნების განკურნებაც, რაც მისგან თავის ქების ყოველგვარი სურვილის განძევებით მოიპოვება. ეს მაშინ მოგვეცემა, თუ დავფიქრდებით იმაზე, რაც ამპარტავნებისგან გამოწვეული ყველაზე უდიდესი ბოროტებაა – მარადიული ტანჯვა-წამება. უნდა ჩავკლათ უგრძნობელობა, რითაც ამპარტავნება ხიბლავს ჩვენს გულს.
თუკი ამპარტავან ადამიანებს სურთ, მიიტაცონ ეს დიდება, რომელიც მხოლოდდამხოლოდ ღმერთს ეკუთვნის, ეს კადნიერება და თავხედობაა, რაც უფლის დიდბულებას შეუაცხყოფს. და ვაი მას, ვინც ამქვეყნად ეძიებს დიდებას და ვისაც წუთისოფელი დიდებულად თვლ...
იხილეთ სრულად
თუკი ამპარტავან ადამიანებს სურთ, მიიტაცონ ეს დიდება, რომელიც მხოლოდდამხოლოდ ღმერთს ეკუთვნის, ეს კადნიერება და თავხედობაა, რაც უფლის დიდბულებას შეუაცხყოფს. და ვაი მას, ვინც ამქვეყნად ეძიებს დიდებას და ვისაც წუთისოფელი დიდებულად თვლის. ეს დიდება – ფუჭი და ამაოა.
თავდაპირველად უნდა განიკურნოს ჩვენი გონება ისე, რომ აღარ გვსურდეს ყოყლოჩინობა, ამის შემდეგ კი ყველა დანარჩენი განიკურნება. გონება იმით იკურნება, რომ ადამიანი აღარ ფიქრობს, თითქოს ის რაღაცას წარმოადგენდეს უფლისა და წმიდანთა წინაშე....
იხილეთ სრულად
თავდაპირველად უნდა განიკურნოს ჩვენი გონება ისე, რომ აღარ გვსურდეს ყოყლოჩინობა, ამის შემდეგ კი ყველა დანარჩენი განიკურნება. გონება იმით იკურნება, რომ ადამიანი აღარ ფიქრობს, თითქოს ის რაღაცას წარმოადგენდეს უფლისა და წმიდანთა წინაშე. ამქვეყნიური დიდება ისეთი ნაყოფია, რომელიც ადამიანს კი არ კვებავს, არამედ – წამლავს.
როდესაც გვგონია, რომ საკუთარი თავის ამპარტავნებისგან განკურნება ძალგვიძს, ეს უკვე ამპარტავნების უკიდურესი საფეხურია. მისგან განკურნების ერთადერთი საშუალება უფლისადმი მიმართვაა. დავით წინასწარმეტყველთან ერთად შევღაღადოთ ღმერთს: "ნუ...
იხილეთ სრულად
როდესაც გვგონია, რომ საკუთარი თავის ამპარტავნებისგან განკურნება ძალგვიძს, ეს უკვე ამპარტავნების უკიდურესი საფეხურია. მისგან განკურნების ერთადერთი საშუალება უფლისადმი მიმართვაა. დავით წინასწარმეტყველთან ერთად შევღაღადოთ ღმერთს: "ნუ მოვალნ ჩემ ზედა ფეხი ამპარტავნებისაი" (ფს. 35,12). ანუ: ნუ დაუშვებ, უფალო, რომ წყეულმა ამპარტავნებამ ფეხქვეშ გათელოს ჩემი სული.
როგორ განვიკურნოთ ამ საშინელი ავადმყოფობის – ამპარტავნებისაგან? ის შემოდის ჩვენში, გვხრწნის და ღატაკებად, უბედურებად გვაქცევს. იგი გვბერავს და გადავსებულ რომბს ვემსგავსებით. ის ყოველგვარ სათნოებას გვაკლებს და ჩვენ შეგვესაბამება ბრ...
იხილეთ სრულად
როგორ განვიკურნოთ ამ საშინელი ავადმყოფობის – ამპარტავნებისაგან? ის შემოდის ჩვენში, გვხრწნის და ღატაკებად, უბედურებად გვაქცევს. იგი გვბერავს და გადავსებულ რომბს ვემსგავსებით. ის ყოველგვარ სათნოებას გვაკლებს და ჩვენ შეგვესაბამება ბრძენი ზირაქის სიტყვები: "თუ სიჭაბუკეში ვერ მოაგროვე, როგორღა შეიძენ შენი სიბერის ჟამს? რარიგ შვენით ხანდაზმულთ განკითხვა და მოხუცებულთ მოცემა რჩევისა!" (ზირ. 25, 3-4).
სიხარულით მიიღე რჩევა, რომელსაც სულიწმიდა გაძლევს: "გულით ნუ ამაღლდები" (ტობ. 4,13). ნუ დაუშვებ, რომ ამპარტავნება დაგეუფლოს – არც შინაგანი, შენი გულის სიღრმეში და არც გარეგნული – შენს საქმეებში, ვინაიდან იგი წარმოშობს ყოველივე იმა...
იხილეთ სრულად
სიხარულით მიიღე რჩევა, რომელსაც სულიწმიდა გაძლევს: "გულით ნუ ამაღლდები" (ტობ. 4,13). ნუ დაუშვებ, რომ ამპარტავნება დაგეუფლოს – არც შინაგანი, შენი გულის სიღრმეში და არც გარეგნული – შენს საქმეებში, ვინაიდან იგი წარმოშობს ყოველივე იმას, რაც ბოროტია ამქვეყნად, ვინაიდან "ამპარტავნებაშია დაღუპვა და უდიდესი უწესრიგობა". ამგვარად, დაიმდაბლე თავი და შეძლებ, რომ უკვე აღარ გეშინოდეს დაცემის, რადგან უფალი ყოველთვის შენს გვერდით იქნება.
"ცხონება ადამიანისათვის ადვილიცაა და ძნელიც, ვინაიდან ჯერ თუ სიმდაბლის გამო სამოთხისკენ აღიყვანება, ერთი წუთის შემდეგ კი – თავს ჯოჯოხეთის სატანჯველში იგდებს თვითდაჯერებულობისა და ამპარტავნების გამო".
ისეთი ადამიანი, რომელიც თავიდან ღვთის წინაშე სათნოებებით იყო მდიდარი, თუ დაუშვებს, რომ ამპარტავნება შევიდეს მის გულში, მაშინვე გაღატაკდება იმ ფარისეველის მსგავსად, რომელიც მეზვერესა და ფარისეველის შესახებ სახარებისეულ იგავშია მოხს...
იხილეთ სრულად
ისეთი ადამიანი, რომელიც თავიდან ღვთის წინაშე სათნოებებით იყო მდიდარი, თუ დაუშვებს, რომ ამპარტავნება შევიდეს მის გულში, მაშინვე გაღატაკდება იმ ფარისეველის მსგავსად, რომელიც მეზვერესა და ფარისეველის შესახებ სახარებისეულ იგავშია მოხსენიებული. ასეთი ამპარტავანი კაცი იმ მტრედს ჰგავს, რომელიც მზეზე ზის და თავისი სისუფთავითა და ჭრელი ბუმბულით ხარობს, მაგრამ, აი, მოულოდნელად მას თავს ესხმის ქორი და კლავს. ასევე ის, ვინც თავისი სათნოებებით ყოყოჩობს, მაშინ...
თუ ცხონება გვსურს, მაშინ მთელი ჩვენი სულიერი ძალებით უნდა გვიყვარდეს უფალი და სათნოებანი. ნუ დაგვავიწყდება ძმანო, რომ ამპარტავნება ხელს უშლის მადლის შემოსვლას ჩვენს გულებში და თუ იგი მაინც შემოაღწევს, მაშინვე გაძევებული აღმოჩნდება...
იხილეთ სრულად
თუ ცხონება გვსურს, მაშინ მთელი ჩვენი სულიერი ძალებით უნდა გვიყვარდეს უფალი და სათნოებანი. ნუ დაგვავიწყდება ძმანო, რომ ამპარტავნება ხელს უშლის მადლის შემოსვლას ჩვენს გულებში და თუ იგი მაინც შემოაღწევს, მაშინვე გაძევებული აღმოჩნდება.