"ღვთაებრივი სიყუარული ესე არს სამოთხე ზეციური, ხე ცხოვრებისა, სუფევა უფლისა, ღვინო, რომელი "ახარებს გულსა კაცისასა" (ფს. 109,15); შესვეს იგი განლაღებულთა - და შეიმოსეს კდემა, იგემეს ცოდვილთა - და განუდგნენ გზასა ბოროტისასა, იხილეს...
იხილეთ სრულად
"ღვთაებრივი სიყუარული ესე არს სამოთხე ზეციური, ხე ცხოვრებისა, სუფევა უფლისა, ღვინო, რომელი "ახარებს გულსა კაცისასა" (ფს. 109,15); შესვეს იგი განლაღებულთა - და შეიმოსეს კდემა, იგემეს ცოდვილთა - და განუდგნენ გზასა ბოროტისასა, იხილეს გემოჲ მისი უჯეროდ ღვინის მსმელთა - და მმარხველ იქმნენ, მიიღეს მდიდართა - და შეიყვარეს სიგლახაკე, შესვეს უბადრუკთა - და აღივსნენ იმედითა, დალიეს უძლურთა და განძლიერდნენ, იგემეს უმეცართა - და შეიძინეს სიბრძნე" (ისააკ ასურ...
ყოველი ცოდვა განვითარების რამდენიმე ფაზას გადის. ვიდრე ქალი საკუთარი შვილის მკვლელობას განახორციელებს, შინაგანად მთელ რიგ ცოდვებს ჩადის, რომლებიც ჯაჭვის რგოლებივით გადაბმულია ერთმანეთზე. დედამ რომ შვილი მოკლას, უპირველეს ყოვლისა მ...
იხილეთ სრულად
ყოველი ცოდვა განვითარების რამდენიმე ფაზას გადის. ვიდრე ქალი საკუთარი შვილის მკვლელობას განახორციელებს, შინაგანად მთელ რიგ ცოდვებს ჩადის, რომლებიც ჯაჭვის რგოლებივით გადაბმულია ერთმანეთზე. დედამ რომ შვილი მოკლას, უპირველეს ყოვლისა მისდამი სიყვარული უნდა ჩაიხშოს გულში. ეს უკვე განდგომაა ქრისტესგან, რომელიც თავად არის სიყვარული და რომელმაც თქვა: „აცადეთ ყრმებსა მაგას მოსვლად ჩემდა“ (მათ. 19, 14).ასევე ქალმა უნდა მოისპოს მასში ბუნებრივად არსებული დედო...
ადამიანებს სხვადასხვა ხასიათი, გემოვნება და მოთხოვნილება აქვთ: ის, რაც ერთისთვის ცხოვრების მთავარი მიზანია, მეორესთვის - ნაკლებად მნიშვნელოვანია და პირიქით. მაგრამ არის რაღაცა, რაც მატერიის საზღვრებს სცილდება, რაც ყველა ადამიანს ე...
იხილეთ სრულად
ადამიანებს სხვადასხვა ხასიათი, გემოვნება და მოთხოვნილება აქვთ: ის, რაც ერთისთვის ცხოვრების მთავარი მიზანია, მეორესთვის - ნაკლებად მნიშვნელოვანია და პირიქით. მაგრამ არის რაღაცა, რაც მატერიის საზღვრებს სცილდება, რაც ყველა ადამიანს ესოდენ სურს, თუნდაც ამას აშკარად არ ამხელდეს და ეს მისი გულის საიდუმლო იყოს. ის, რაც ყოველ კაცს ასე სჭირდება - სიყვარულია. სიყვარულია სწორედ ის გრძნობა, იდუმალი და საოცარი, რომლის კალთაშიც სულის გათბობა ყოველ ჩვენთაგანს, ...
სიყვარული ღვთისა და მოყვასისა ყველა მცნებაზე მაღალი და ყოვლისმომცველია; ამიტომაც იგი უნდა იქცეს ჩვენი ცხოვრების საფუძვლად. როგორც შედეგი სიყვარულისა, ყველას მომადლებული გვაქვს სიხარულის განცდის უნარი და სურვილი სხვებისთვის მისი გა...
იხილეთ სრულად
სიყვარული ღვთისა და მოყვასისა ყველა მცნებაზე მაღალი და ყოვლისმომცველია; ამიტომაც იგი უნდა იქცეს ჩვენი ცხოვრების საფუძვლად. როგორც შედეგი სიყვარულისა, ყველას მომადლებული გვაქვს სიხარულის განცდის უნარი და სურვილი სხვებისთვის მისი გაზიარებისა.
როგორც ამბობს წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი: "სიყვარული ღვთისკენ აღმყვანელი გზაა". ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი კი ასე განგვიმარტავს: "ვისაც არ შეუძლია უყვარდეს ღმერთი, ის ვერ შეძლებს ირწმუნოს იგი".
განსხვავებული თვისება სიყვარულისა, - ამბობს ღირსი მამა ნილოს სინელი, - იმაშია, რომ იგი აერთიანებს ყველას, თვით სულის შინაგან წყობამდე, რის შედეგადაც ყოველი ადამიანი თავის ტანჯვას სხვას გადასცემს, ხოლო თვითონ სხვათა განსაცდელს იღებ...
იხილეთ სრულად
განსხვავებული თვისება სიყვარულისა, - ამბობს ღირსი მამა ნილოს სინელი, - იმაშია, რომ იგი აერთიანებს ყველას, თვით სულის შინაგან წყობამდე, რის შედეგადაც ყოველი ადამიანი თავის ტანჯვას სხვას გადასცემს, ხოლო თვითონ სხვათა განსაცდელს იღებს. ე.ი. ყველა ყველასათვის პასუხს აგებს და ყველა ყველასათვის იტანჯება.
ყველასი და ყველაფრის შემაკავშირებელი სიყვარულია, რომელიც პავლე მოციქულის სიტყვებით: სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად ...
იხილეთ სრულად
ყველასი და ყველაფრის შემაკავშირებელი სიყვარულია, რომელიც პავლე მოციქულის სიტყვებით: სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა; ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. 8. სიყუარული არასადა დავარდების (1 კორინთელთა 13,4-8).
იმისათვის, რომ ადამიანი სულიერ სიყვარულსა და სიხარულს მუდამ გრძნობდეს, აუცილებელია შინაგანი მშვიდობა, მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა საკუთარ თავთან.