სიკეთე - ციტატები, გამონათქვამები
სიკეთე - ციტატები, გამონათქვამები სიკეთე, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ბოროტების არქმნა ღვთივსათნო ცხოვრების დაწყების მხოლოდ პირველი საფეხურია - არა უმეტეს იმისა, რომ მხოლოდ ასვლაა მანკიერი ცხოვრებიდან სათნოებისკენ. საკუთარი სულის ცხონებისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ბოროტებისგან განშორება, საჭიროა... იხილეთ სრულად
ყოველივე სიკეთე მხოლოდ უფალშია, ისე რომ, მის გარეშე და მის გარდა სიკეთე არ არსებობს.
ვინაიდან უფალი არის შემოქმედი ყოველი სიკეთისა, ამიტომ ვერანაირი სიკეთე ვერ კეთდება უფლის გარეშე.
ბოროტების და ცოდვის ქმნა თავადაც შეგვიძლია და ვცოდავთ კიდეც, მაგრამ სიკეთის კეთებას უფლის გარეშე ვერ შევძლებთ.
არაფერშია საჭირო უფლის შეწევნა ისე, როგორც ჩვენი ცხონების საქმეში, ვინაიდან არაფერში ვართ ისეთი სუსტები, როგორც - სიკეთის საქმეში.
განგების გზები ბურუსითაა მოცული და გონებისათვის მიუწვდომელია მათი ბედისწერა: მაგრამ სიკეთისმქმნელი ადამიანი შეიცნობს მათ.