განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები
განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები განსაცდელები, გამონათქვამები, ციტატები
უფალი იესო ქრისტე თავის მიმდევართა მომავალ განსაცდელს ხედავდა და მათ ასე განამტკიცებდა: „მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი“ (ლუკ. 21, 19), „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს“ (მათ. 10, 22).
დიდი განსაცდელები ოკეანედ არასოდეს მოგვეჩვენება, როცა ვიფიქრებთ, რომ ყველაფერს უფლის წმინდა მარჯვენა განაგებს და გვაძლევს, ღმერთს კი ადამიანებზე მეტად ვუყვარვართ.
უფლის მთავარი მიზანია, რომ ტანჯვის მიუხედავად, ძვირფასი სული აცხონოს. მოთმინებასა და განათლებას ადამიანს ის თვითონვე აძლევს, ჯვრის ბოლომდე მიტანა რომ შეძლოს.
როცა ფიზიკურ თუ სულიერ ტკივილს ვითმენთ, მაშინ საიმედო მოწმობას ვფლობთ, რომ ღმერთს ვუყვარვართ და ჩვენც ღვთის საყვარელ შვილებს შორის ვირიცხებით.
არ შეიძლება და არც შეგვშვენის, რომ უფლის სწავლების დროს გულისწყრომამ მოგვიცვას. ყველაფერი სიმდაბლით და მორჩილებით უნდა დავითმინოთ, რადგან უფლის სწავლების მიზანია სულის უძვირფასესი ჯანმრთელობა მოგვანიჭოს.
ღმერთი ჩვენს სასარგებლოდ გვწვრთნის, რომ მის სიწმინდეს ვეზიაროთ. უფალი თავის მოყვარულ ერთგულ მონებს სხვადასხვაგვარი მწუხარებით საუკუნო დიდებას უმზადებს.
რადგან მას ჩვენც, საწყალობლებიც ვუყვარვართ და სურს პატივი მოგვაგოს, ამიტომ სულიერად გვანათლებს აქ, მონაზვნობის უნივერსიტეტში. ჩვენ კი ვუბრაზდებით განსაცდელის გამოგზავნისთვის და რადგან არ გვესმის ღვთის განგებულება, უგუნურებით ჩვენს... იხილეთ სრულად