მეტისმეტს როდი გთხოვს ქრისტე იმისათვის, რომ თვისი წმინდა ნიჭები გიბოძოს, მხოლოდ აღიარე: თუ გაქვს კიდეც რაიმე კარგი - მისია. და თანაუგრძნე მას, ვისაც არა გააჩნია რა. ნუ განიკითხავ იმისთვის, რომ უქონელია, რომ ცოდვილია, ავი, უკეთური,...
იხილეთ სრულად
მეტისმეტს როდი გთხოვს ქრისტე იმისათვის, რომ თვისი წმინდა ნიჭები გიბოძოს, მხოლოდ აღიარე: თუ გაქვს კიდეც რაიმე კარგი - მისია. და თანაუგრძნე მას, ვისაც არა გააჩნია რა. ნუ განიკითხავ იმისთვის, რომ უქონელია, რომ ცოდვილია, ავი, უკეთური, მოლაყბე, ქურდი, მეძავი თუ ცრუ. თუ ამგვარ ცოდნას შეიძენ, ვერასდროს შეძლებ ადამიანის განკითხვას, სასიკვდილო ცოდვაშიც რომ იხილო. რადგან მყისვე ამბობ: "არა აქვს, ქრისტე ჩემო, შენი მადლი, ამიტომ სცოდავს. თუ მიმატოვებ, მე უარ...
link
გაფრთხილდი, არ განიკითხო. რადგან ამის გამო ღმერთი უშვებს და მადლი მიდის და გტოვებს უფალი, რომ დაეცე, დამდაბლდე, დაინახო საკუთარი შეცდომები
ნუ დატოვებ გონებას უქმად, რომ ცუდი არ ისწავლო. ნუ მისცემ შენს თავს იმის უფლებას, რომ სხვათა ნაკლი დაინახო, რადგან თავადაც ვერ მიხვდები, ისე აღმოჩნდები მზაკვარის შემწე და კეთილში განუსწავლელი. უმეცრულად შენი სულის მტრის მოკავშირე ნ...
იხილეთ სრულად
ნუ დატოვებ გონებას უქმად, რომ ცუდი არ ისწავლო. ნუ მისცემ შენს თავს იმის უფლებას, რომ სხვათა ნაკლი დაინახო, რადგან თავადაც ვერ მიხვდები, ისე აღმოჩნდები მზაკვარის შემწე და კეთილში განუსწავლელი. უმეცრულად შენი სულის მტრის მოკავშირე ნუ გახდები
link
თქვენ მწერთ ვინმე N-ის შესახებ. მაინც რა სული აქვს მას ასეთი, რომ თავისი საუბრებით ჩრდილს აყენებს ყველას და ყველაფერს. ყველა ფენაში არიან ცოდვილები და ღვთის წყალობა იფარავს მათ, რადგან მათ მოქცევას ელოდება. კერძო საკითხების გამომზ...
იხილეთ სრულად
თქვენ მწერთ ვინმე N-ის შესახებ. მაინც რა სული აქვს მას ასეთი, რომ თავისი საუბრებით ჩრდილს აყენებს ყველას და ყველაფერს. ყველა ფენაში არიან ცოდვილები და ღვთის წყალობა იფარავს მათ, რადგან მათ მოქცევას ელოდება. კერძო საკითხების გამომზეურება არ შეიძლება, ანუ ერთი შემთხვევით არ შეიძლება იმსჯელო ადამიანის ხასიათზე, ანდა ერთი ადამიანით იმსჯელო ადამიანთა მთელ კლასზე. დროა უკვე შევწყვიტოთ მისი მოთმენა, ნუღარ დაუჯერებთ მას, ხუმრობაში გაუტარეთ ყველაფერი. და ...
link
ვერთვები თუ არა საუბარში, განკითხვის ცოდვაში ვვარდები მაშინვე. ვცდილობ, არავინ განვიკითხო და ძვირი არავისი წამომცდეს, მაგრამ ვიდრე ჩუმადა ვარ, კიდევ არა მიშავს, როგორც კი ხმას ამოვიღებ, თითქოს გონება მიბნელდება. გამოფხიზლებისას ირ...
იხილეთ სრულად
ვერთვები თუ არა საუბარში, განკითხვის ცოდვაში ვვარდები მაშინვე. ვცდილობ, არავინ განვიკითხო და ძვირი არავისი წამომცდეს, მაგრამ ვიდრე ჩუმადა ვარ, კიდევ არა მიშავს, როგორც კი ხმას ამოვიღებ, თითქოს გონება მიბნელდება. გამოფხიზლებისას ირკვევა, რომ ძვირიც მითქვამს და განმიკითხავს კიდეც.ცხადია, ამისთვის ქებას ვერ შეგასხამთ, მაგრამ შემამსუბუქებელი გარემოება ის გახლავთ, რომ თავადაც გრძნობთ თქვენს სისუსტეს და ამისგან თავის დაღწევა განგიზრახავთ. ასე განაგრძეთ...
link