სიკეთე - ციტატები, გამონათქვამები
სიკეთე - ციტატები, გამონათქვამები სიკეთე, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
საკმარისი არ არის, რომ ბოროტებას არ აკეთებდე; სიკეთეს უნდა იქმოდე, შემთხვევასაც კი უნდა ეძებდე მის საკეთებლად - ვინც ეძებს ასეთ შემთხვევებს, ყოველთვის პოულობს მას.
არასასიამოვნოა ხეების ყურება გაშიშვლებული ტანითა და ტოტებით; არასასიამოვნოა ცქერა გაყინული მინდვრისა, რომელზეც ერთი ბალახიც კი არ არის მწვანე, მაგრამ კიდევ უფრო სევდისმომგვრელია სიკეთისადმი გაციებული გულის ცქერა, რომელსაც სასიკეთო... იხილეთ სრულად
ბოროტების არქმნა ღვთივსათნო ცხოვრების დაწყების მხოლოდ პირველი საფეხურია - არა უმეტეს იმისა, რომ მხოლოდ ასვლაა მანკიერი ცხოვრებიდან სათნოებისკენ. საკუთარი სულის ცხონებისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ბოროტებისგან განშორება, საჭიროა... იხილეთ სრულად
ყოველივე სიკეთე მხოლოდ უფალშია, ისე რომ, მის გარეშე და მის გარდა სიკეთე არ არსებობს.
ვინაიდან უფალი არის შემოქმედი ყოველი სიკეთისა, ამიტომ ვერანაირი სიკეთე ვერ კეთდება უფლის გარეშე.