თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
ადამიანის სულიერი თუ მორალური დაცემის მიზეზს ამპარტავნება წარმოადგენს. იგივე წმიდა მამები გვასწავლიან, რომ დიდი აზრი, რომელსაც წინ თავმდაბლობის სიმშვიდე არ უძღვის, არა ღვთისაგან, არამედ ეშმაკისაგან მომდინარეობს. უფალი ჩვენთან სიმშ... იხილეთ სრულად
ისააკ ასური ბრძანებს: "ნეტარ არს კაცი, რომელი შეიცნობს თვის უძლურებას, რამეთუ ამის ცოდნა ხდება საწინდარი კეთილწარმატებისა". ასეთი ადამიანი განკითხვის ცოდვისაგან თავისუფლდება, თავმდაბლობით იმოსება და ღვთისა და მოყვასის სიყვა... იხილეთ სრულად
წმიდა მაკარი დიდის ცხოვრებაში ვკითხულობთ: ერთხელ, როცა წმიდა მაკარი ჭაობიანი ადგილიდან პალმის ტოტებით ხელში თავისი კელიისკენ მიდიოდა, გზად ეშმაკი შეხვდა, რომელსაც ცელი მიჰქონდა. ეშმაკი შეეცადა ცელი წმიდანისათვის დაერტყა, მაგრამ ვე... იხილეთ სრულად
სულით გლახაკია ის განსწავლული, რომელიც ნიუტონის მსგავსად აღიარებს, რომ მისი უცოდინრობა ცოდნას უსასრულოდ აღემატება.
სულიერი სიგლახაკე და გულის შემუსვრილება უგონიერესთა თვისებაა, ეს არის ღვთაებრივი სიდიადის წინაშე საკუთარი არარაობის გაცნობიერება.
გონიერი ადამიანი თავმდაბალია, თავმდაბალი კი ამ სათნოების წყალობით გონიერი ხდება.
სატანურ ლოგიკას ჩვენ ზეციური ლოგიკა უნდა დავუპირისპიროთ; სატანურ სიცრუეს - ჭეშმარიტება; მის ღვთისმგმობელობას - უფლისა და ადამიანისადმი სიყვარული; ამპარტავნებასა და ქედმაღლობას კი - სიმდაბლე და მორჩილება.
ამპარტავანი სხვებს ასწავლის ჭკუას, თავად კი მათგან რჩევასაც არ მიიღებს. თავმდაბალს არა აქვს სხვისი განსწავლის სურვილი, მას თავად სურს სხვისგან მიიღოს რჩევა-დარიგება.
მოწყალება სიმდაბლით უნდა გაიღო, და ის, ვისთვისაც გასცემ, შენს თავზე უმჯობესად ჩათვალო.