სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები
სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები სათნოებები, გამონათქვამები, ციტატები
როგორც ლამპარი, რომელიც ბნელ ოთახშია დადგმული, ანათებს მას, ასევე ღვთის შიში, როცა ადამიანის გულში სახლდება, ანათებს მას და ასწავლის ყველა სათნოებასა და ღვთის მცნებას.
მანკიერება, თუნდაც თავის მხარეს მთელი ქვეყნიერება ჰყავდეს, ყველაფერზე სუსტია: სათნოება კი, თუნდაც მარტო დარჩეს, ყველაფერზე ძლიერია, ვინაიდან თავის მხარეს მას უფალი ჰყავს. ჭეშმარიტად, ვინ იხსნის მას, ვის წინააღმდეგაც უფალია? ვინ და... იხილეთ სრულად
ხშირად მიმართე აზრითა და გულით უფალს - სათნოებათა სათავეს და თავადაც იქმ მისი შეწევნით კეთილ საქმეებს და მაშინ ნურც ნურავისი და ნურც ნურაფრის გეშინია ქვეყანაზე
ცოდვა და რწმენა ერთად ვერ იარსებებს: რწმენას აუცილებლად უნდა ერთვოდეს სათნოებაც.
ფილოსოფიაც თავისი თავისი საუკეთესო წარმომადგენლების სახით ზნეობრივი ადამიანის სრულყოფისაკენ, მაგრამ მისმა მისწრაფებამ მიზანს ვერ მიაღწია და ვერც ვერასდროს მიაღწევს, ვინაიდან ფილოსოფია თავისი ზნეობრიობის წესების ვერანაირ გარანტიას ... იხილეთ სრულად
როგორც წვიმა, რომელიც მიწაზე იღვრება, მცენარეებს მათთვის დამახასიათებელ თვისებებს ანიჭებს: ტკბილს - სიტკბოს, მკვრივს - სიმკვრივეს, ასევე მადლიც, რომელიც მორწმუნეთა გულებში იღვრება, მათ სათნოებათა შესაბამის მადლს ანიჭებს, ისე რომ თ... იხილეთ სრულად
როგორც ყველაზე ჯანმრთელ თვალს არ ძალუძს, ხედავდეს, თუ რაიმე სხივით არ არის განათებული: ასევე ადამიანი, რაც არ უნდა გარეგნულად პატიოსანი იყოს, ვერ შეძლებს, ღვთის მადლის გარეშე ცხოვრება სათნოდ გავლოს.
ნუ ფიქრობ სათნოების მოპოვებას მწუხარების გარეშე, რამეთუ განსვენებაში მყოფნი გამოუცდელნი არიან.
მცნებების შესრულება იმას ჰქვია, როცა ბრძანებული შევასრულეთ; ხოლო სათნოება არის ის, როცა გაკეთებული ჭეშმარიტად სათნოა ღვთისთვის.