ვნებები - ციტატები, გამონათქვამები
ვნებები - ციტატები, გამონათქვამები ვნებები, გამონათქვამები, ციტატები
ცნობილია, რომ როცა ერთი ვნებიანი მეორე ვნებიანის განსწავლას იწყებს, მადლი მაშინვე შორდება პირველს და თვითონაც იმავე ცოდვაში ვარდება. რადგან "ქმედებამდე" მას ეს პრივილეგია არა აქვს მინიჭებული
კარგად შეისწავლე შენში არსებული ყოველი სათნოებისა თუ ვნების სიმცირე და სიდიდე, ამის შემდეგ კი მათ ზრდასა და შემცირებას დააკვირდი და ამგვარად შეიტყობ მათ ზომასა და წარმატებას.
როგორც დიდი ხნის ავადმყოფისათვის შეუძლებელია, რომ თავდაპირველი ჯამრთელობა და ძალა წამიერად დაიბრუნოს, ასევე შეუძლებელია, რომ ვნებებში ჩაფლულმა ადამიანმა წამიერად მოსრას საკუთარ თავში ვნებები.
ამპარტავნებისაგან იშობებიან შეურაცხება მოყვასთა, სიძულვილი ძმათა, უმორჩილოება უხუცესთა თვისთა, მრისხანება უდარესთა თვისთა და ამათ გამო იშვების ბრძოლა და კაცის კვლა. ამპარტავნებისაგან დაიბადების მოუსმინარობა, თავდაჯერებულება და ცუდ... იხილეთ სრულად
თუკი სიძვისმოყვარების საზღვარი ისაა, რომ კაცი თვით პირუტყვისა და უსულო საგნების მიმართაც კი ვნებას განიცდის, სრული სიწმიდის საზღვარი ის იქნება რომ ადამიანი ყოველივეს, როგორც უსულოს, ისე უცქირდე.
უვნებელობა აქვს იმ სულს, რომელიც ისევე მხურვალეა სათნოებების მიმართ, როგორც ვნებული - გულისთქმებთან მიმართებებში.
უვნებელობა აჩვენა მანაც, ვინც ილოცა, რომ დაბრუნებულიყვნენ ვნებები და შებრძოლებოდნენ მას.
არაფერი ისე არ შეგეწევა მრისხანებისა და სხვა ვნებების დაცხრომაში, როგორც სიყვარული ღმრთისა და ყოველი ადამიანისადმი. სხვა ღვაწლთან შედარებით, სიყვარულით იოლად იმარჯვებ
წინაღუდექი წინააღმდგომს. არ შემოუშვა გულისსიტყვები, არამედ ლოცვით იბრძოლე. ვაჟკაცურად იბრძოლე და არა დუნედ, და მაშინვე შესუსტდებიან. და როცა ასე მოიქცევი, გაიფურჩქნება სიწმინდისა და უმანკოების ყვავილი, რომლითაც გაიხარებს შენი სული... იხილეთ სრულად
დათრგუნე ვნება მაშინ, როცა ის შენს დასათრგუნად მოვა. და ჩაამწყვდიე გველი ერთხელ, ორჯერ, მრავალჯერ - და მაშინვე იპოვი სიხარულისა და გამარჯვების გზას. და მყისვე იმოქმედებს ლოცვებიც, და როცა დედა დამარცხდება, ასულების მთელი გუნდიც, რ... იხილეთ სრულად