მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები
მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები მოთმინება, გამონათქვამები, ციტატები
მოთმინება და მორჩილება უფრო ძლევამოსილია, ვიდრე - საყვედური, თუნდაც - სამართლიანობაზე დაფუძნებულიც კი.
არაფერი ისე არ შეაჩერებს მაწყინარს, როგორც - მოკრძალებული მოთმინება იმისგან, ვისაც აწყენინეს.
ვინც უსამართლობას დაითმენს, მისი მწუხარება სჯობს იმის სიხარულს, ვინც არასწორად მოქმედებს
უმჯობესია ბოროტება დაითმინო, ვიდრე ბოროტების მიზეზი იყო; უმჯობესია იყო მსხვერპლი, ვიდრე - ბოროტმოქმედი.
შეადარე შენი მდგომარეობა იმისას, ვინც გაწყენინა და მოთმინებით გადაიტან მას, არც იფიქრებ და არც იძიებ შურს მასზე, რადგან უპირატესობა შენს მხარეზეა.
ჭეშმარიტი (ქრისტიანული) მოთმინება ისაა, რომ არა მხოლოდ შური არ იძიო, არამედ არც გსურდეს შურისძიება, თუნდაც გული ამისაკენ გაქეზებდეს.
ქრისტიანული გამარჯვება შურისძიება კი არ არის, არამედ, მოკრძალება და მოთმინებაა.
ისწავლე, მოთმინებით დაითმინო სხვისი ნაკლოვანებები, როგორიც არ უნდა იყოს ისინი, რადგან შენ გაქვს მრავალი ისეთი რამ, რაც სხვებმა უნდა დაითმინონ.
როდესაც უფალი ჩვენი ლოცვის შესმენას აყოვნებს, ამას ჩვენს სასარგებლოდ იქმს, რათა მოთმინება გვასწავლოს; ამიტომაც გული არ უნდა გავიტეხოთ და არ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვლოცულობდით და უფალმა არ შეისმინა. ღმერთმა იცის, რა არის ადამიანისათ... იხილეთ სრულად